თავი 7

726 31 14
                                    


სამი გამჭოლი მზერის თანხლებით ჩამოვიდა კიბეებზე.
მუხლები უკანკალებდა, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია.
მკვდარ კაცს ისე ჩაუარა, არ შეუხედავს.
ცხვირს სისხლის მძაფრი სუნი უღიზიანებდა.
ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მაიკის და გაჩერდა.
სამი კაცი მისჩერებოდა და არცერთი არ იღებდა ხმას.
მაიკი თან მას უყურებდა, თან თითქოს სადღაც უსასრულობაში იყურებოდა.
ლილია უხერხულად იდგა და არ იცოდა საით გაეხედა. მაიკის რატომღაც ვერ უსწორებდა თვალს.
- გამომყევი. - როგორც იქნა, ხმა ამოიღო და გატრიალდა.
გოგო გაჰყვა.
ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანს გაუყვნენ.

- სანზუ, დარჩი. - უკან არ მოუხედავს, ისე თქვა მაიკიმ.
ლილიამ გაიხედა და მოულოდნელობისგან შეხტა: მილიმეტრები აშორებდა სანზუს სხეულს.
- "ნაბიჯის ხმაც კი არ გამიგია, როგორ აღმოჩნდა ჩემს უკან ასე? " - გაფართოებული თვალებით უყურებდა სისხლში ამოსვრილ სანზუს.
- კარგი. - სანზუმ მაიკის ისეთი მზერით შეხედა, რამაც ლილიას კიდევ ერთი გაოცება გამოიწვია.
რიდი, მოწიწება და პატივისცემა. ამ სამი სიტყვით აღიწერებოდა ის, რაც მან შეამჩნია.
სანზუსგან ეს ცოტა მართლა გასაკვირი იყო, მაგრამ მხოლოდ ლილიასთვის..
ბონტენში ყველამ იცოდა, როგორ აღმერთებდა სანზუ მაიკის და ნებისმიერ წამს შეეძლო მისთვის საკუთარი სიცოცხლის დათმობაც.

სანზუმ სისხლიანი ხელი ლოყაზე მოუთათუნა ლილიას და უკან გაბრუნდა.

ოთახი, სადაც შევიდნენ, საშინელებათა ფილმის, საშიშ ოთახს ჰგავდა: ჩაბნელებული და ცივი იყო. ალაგ-ალაგ წიგნები, დანები და ტყვიები ეყარა. მტვრის თხელი ფენა ედო იატაკს, მაგიდას, ფანჯრის რაფას და ორ სკამს.
საწოლზე მხოლოდ მატრასი, პატარა ბალიში და თხელი საბანი იყო.

- დაჯექი სადაც გინდა. - მაიკიმ ფარდა გადასწია, ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და დორაიაკი ამოიღო ჯიბიდან.
ლილიამ სისხლი მოიწმინდა, სკამზე ჩამოჯდა და მორიდებით დააკვირდა მაიკის სახეს, რომელსაც მთვარის შუქი სანახევროდ უნათებდა.
ახლა უფრო მკვეთრად უჩანდა ამოშავებული თვალის უპეები და სიგამხდრისგან შევარდნილი ლოყები.
ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ მაიკიმ დორაიაკი ჩაკბიჩა და როგორც იქნა, ხმა ამოიღო:
- ძალიან გაგიჭირდება ჩვენთან, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს.. -
- ამას უკვე მივხვდი.. - ჩაილაპარაკა ლილიამ.
- წარმოდგენაც არ გაქვს ჯერ. არ გეგონოს, რომ ფულს და თავისუფლებას მხოლოდ ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში მიიღებ. ამას სხვა ქალებიც აკეთებენ. უბრალოდ, აქ არცერთი მათგანი არ მოუყვანია სანზუს.
მას შესანიშნავი ინტუიცია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ნარკომანია. ნარკომანის ნდობა კი არ შეიძლება, ამას თავად ნარკომანიც დაგიდასტურებს.
სანზუმ შენ აგირჩია როგორც ჩვენს სათამაშოდ, ასევე ჩვენს ე.წ. ქალურ დამხმარე ძალად, რათა ჩვენს მიზნებს უფრო მარტივი გზებით მივაღწიოთ. -
- რას გულისხმობ? - ნერვიულობისგან ფრჩხილები საკუთარ მუხლებს მოუჭირა გოგომ.
- ხვალ შენ, სანზუ და რინდო დავალებაზე მიდიხართ.
ისე ლამაზად უნდა გამოიყურებოდე, რომ ბნელ სამყაროში ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის მოხიბლვა შეძლო. ადვილი არ იქნება, ყოველდღე ათასნაირი ქალი ახვევია თავს, მაგრამ შენ თავს გაართმევ. წვეულება იქნება მის სახლში, სადაც უამრავი სტუმარი იქნება და შენი მიზანია, ჰანმა შუჯის ოთახში შეღწევა მისივე თანხლებით (და ყველას დასანახად,) სადაც ჩვენთვის საჭირო დოკუმენტებს ინახავს. რინდო გაგიკეთებს მოსასმენ და ხმის გადამცემ პატარა მოწყობილობას და მოგცემს დამაძინებელ ფხვნილს, რომელსაც ტანსაცმელში დამალავ. საჭირო დროს კი გამოიყენებ, ჰანმას დააძინებ და დოკუმენტებს მოძებნი. გარეთ, მანქანაში დაგელოდებიან სანზუ და რინდო. იმ შემთხვევაში, თუ რამე რიგზე ვერ იქნება და დახმარება დაგჭირდება, კოდურ სიტყვას იტყვი და ისინი მაშინვე შენთან გაჩნდებიან. თუ დოკუმენტებს ვერ იპოვნი, ჰანმას მარცხენა ხელზე დიდი, ოქროსფერთავისქალიანი ბეჭედი უკეთია, მოხსენი და წამოდი. ესაა ყველაფერი, რაც უნდა იცოდე. ყველაფერი გასაგებია? - მაიკი უემოციო სახით უყურებდა ლილიას. ის კი გაოგნებული უსმენდა მას.
- თავი ფილმში მგონია. - ძლივს ამოღერღა.
- ზოგჯერ ცხოვრება ასეთი საინტერესოც შეიძლება იყოს. -
დორაიაკის ბოლო ლუკმა ჩაკბიჩა მაიკიმ.
- კი მაგრამ, რომ მომკლას? ვთქვათ იქ გადავრჩი, მერე ხომ მომძებნის და მომკლავს? -
- სანამ ჩვენთან ხარ, ხელს ვერავინ გახლებს ჩვენს გარდა და რაც შეეხება "მერეს" უბრალოდ დატოვებ ქვეყანას. -
- არა მაიკი, გთხოვ, ამას ნუ გამაკეთებინებთ.. ძალიან მეშინია! - ლილიას თვალები ცრემლებით გაევსო.
- ყველაზე მეტად ჩემი უნდა გეშინოდეს. - მაიკი წამოდგა და ოთახში ჰაერი დამძიმდა.
ლილიაც წამოხტა და ნელ-ნელა კედლისკენ დაიხია. გულმა გამალებით დაუწყო ცემა, რადგან მაიკის ცარიელი თვალები ჯოჯოხეთურ ნათებად გადაიქცა. ის ნელა მიუახლოვდა ლილიას და ყელზე წაავლო ხელი. ოდნავ მოუჭირა, მაგრამ ლილიამ იგრძნო, როგორ თავისუფლად შეეძლო ამ წვრილ, გამხდარ ხელს მისი მოკვლა, კიდევ ოდნავაც რომ მოეჭირა..
და ეს სიმართლე იყო.
მაიკის ეს ნამდვილად შეეძლო.
მას ვერასდროს ვერავინ სჯობნიდა ძალაში, გამძლეობაში, სისწრაფეში და კიდევ ძალიან ბევრ რამეში. ამიტომაც შეარქვეს ბავშვობაში "დაუმარცხებელი მაიკი" და ამიტომაც იყო ყველაზე ძლიერი ბაიკერ-ბანდის ლიდერი, შემდგომში კი კრიმინალური დაჯგუფების.
ბაბუამ თავიდანვე შეამჩნია მაიკის ნიჭი და ვარჯიში დააწყებინა, რაც ბევრი ბიჭისთვის აღმოჩნდა საბედისწერო, მაგრამ გოგოებს არასდროს აკარებდა ხელს..
- გთხოვ, არ გინდა.. - ამოიხრიალა ლილიამ და ხელზე ხელი ფრთხილად მოკიდა.
მაიკის ნამდვილი დემონის სახე ჰქონდა. ხმას არ იღებდა, თვალებში ისე უყურებდა გოგოს, თითქოს სულს აცლიდა.
- გავაკეთებ, გთხოვ გამიშვი.. - ისევ ამოიხრიალა ლილიამ და ცრემლები წამოუვიდა.
მაიკიმ ხელი გაუშვა და გატრიალდა.
- ხვალ საღამოს 6 საათზე მზად იყავი. - ყინულივით ცივი ხმით თქვა.

𝐵𝑜𝑛𝑡𝑒𝑛'𝑠 𝐵𝑖𝑡𝑐ℎWhere stories live. Discover now