თავი 10

797 36 32
                                    

რამდენი ხანი გაატარა თავზე ხელებდაფარებულმა და თვალებდახუჭულმა სროლის ქარცეცხლში, ნამდვილად არ იცოდა.
შიში მთელ სხეულს უცახცახებდა და გული ლამის ყელში უცემდა.
ხმები ერთმანეთში ირეოდა და ყურები ალაგ-ალაგ უწუოდა.

განძრევას ვერ ბედავდა..

აქა-იქ ფსიქოპათური ხარხარიც ესმოდა. ამ სიცილის პატრონი კარგად იცოდა ვინც იყო.

- ლილია! - ჩაესმა უცებ ნაცნობი ხმა და თვალები გაახილა.

- გაიქეცი! - ვიღაც შორიახლოდან უყვიროდა.

რინდოს ხმას ჰგავდა.

ლილიამ აიხედა თუ არა, იმ წამსვე ჩაავლეს ხელი და გარეთ გაათრიეს.

სისხლის გუბეები, მკვდრები, იარაღები და მანქანას ამოფარებული, ავტომატიანი სანზუ.
ერთიანად სისხლში იყო ამოსვრილი და ისტერიულად იცინოდა, სანამ ვიღაცებს სხეულებზე წითელ ღრმულებს უტოვებდა ავტომატით.
იგი აშკარად იმ იშვიათ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებოდა, ვინც შიში მხოლოდ სიტყვით იცოდა რა იყო.

წამით, მათი პირველი შეხვედრა გაახსენდა. მაშინაც უმოწყალოდ ხოცავდა ხალხს, არაამქვეყნიური სიამოვნებით სახეზე..

როგორ შეეძლო ასეთი უსულო და უგულო ყოფილიყო? მარტივად, ეს მისთვის ერთ-ერთი ბუნებრივი მოთხოვნილება იყო.

სანზუ ბოლო იყო ვინც დაინახა ლილიამ, სანამ გარეთ გაათრევდნენ.

- ჩემთან ერთად წამოხვალ ბონტენის ძუკნავ! - ჩაესმა ახლა უკვე ყველაზე საძულველი ხმა.

ჰანმა მანქანების სადგომისკენ მირბოდა და ლილიასაც მიარბენინებდა. ძლიერად ეჭირა მისი მკლავი. ლილია ეცადა, მაგრამ ვერ გააშვებინა.

- ჩაჯექი! -
უბრძანა და ლამბორგინის კარი სწრაფად გამოაღო.
ლილია შედგა. ნამდვილად არ უნდოდა, ვიღაც სიკვდილის ღმერთად წოდებულ ჰანმასთან ერთად გაქცევა, სანამ ამ უკანასკნელმა იარაღი არ მიუშვირა შუბლთან.
- ჩაჯექი!.. - დაუღრინა და გოგოც იმწამსვე დაემორჩილა.
მანქანა დაიქოქა და ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს. მალევე სხვა მანქანებიც მიჰყვნენ.

𝐵𝑜𝑛𝑡𝑒𝑛'𝑠 𝐵𝑖𝑡𝑐ℎWhere stories live. Discover now