თავი 5

875 37 16
                                    

რაც უფრო უახლოვდებოდა კიბის დასასრულს, მით უფრო იპყრობდა უსუსურობის შეგრძნება. შეძლებდა გეგმის სისრულეში მოყვანას? იქნებ, რომელიმეს მისი სიცოცხლით თამაშიც მოსდომებოდა? შანსი დიდი იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა გაერისკა.
ყველას მტაცებლის გამოხედვა ჰქონდა.
- გაიცანი, ჩვენი ლიდერი მანჯირო სანო, იგივე მაიკი. - წარმოთქვა რანმა და დივანის შუაში მჯდომი, გამხდარი ბიჭისკენ გაიხედა.
მაიკი შედარებით დაბალი იყო დანარჩენებზე; ძალიან მოკლე, თეთრი კარეს ვარცხნილობით და ამოშავებული თვალის უპეებით.
ხმა არ ამოუღია, დორაიაკის ჭამდა და უბრალოდ უყურებდა ლილიას. მუქი, მძიმე აურა მოდიოდა მისგან.
- ეს კი ჩემი ძმაა, რინდო ჰაიტანი. მის გვერდით ვინც დგას, კოკონოი ჰაჯიმე. - რანმა ჯერ მეორე იასამნისფერთმიანს გახედა მერე კი თეთრთმიანს.
- შეგიძლია, კოკო დამიძახო. - თვალი ჩაუკრა თეთრთმიანმა.
რინდო ამრეზით უყურებდა და მასაც მაიკივით ხმა არ ამოუღია.
- სიგარეტით ხელში ტაკეომი აკაში, ის კი კაკუჩო ჰიტოა. -
სავარძელზე იჯდა სიგარეტიანი, სახეზე დიდი შრამით. შავი, მხრებამდე სიგრძის თმა უკან გადაევარცხნა. ასაკით ყველაზე უფროსი უნდა ყოფილიყო.
კაკუჩოსაც შრამი ჰქონდა. ოღონდ, ტაკეომიზე უფრო დიდი.
შავი თმა ძალიან დაბალზე გადაპარსა. ადვილად შესამჩნევი იყო მისი ჰეტეროქრომიაც: მარჯვენა თვალი ყავისფერი, მარცხენა - ღია ნაცრისფერი.
ორივემ ოდნავ დაუკრა თავი ლილიას მისალმების ნიშნად.
- მე და სანზუს უკვე გვიცნობ. - რანმა ღიმილით გახედა სანზუს, რომელიც თვალებით ჭამდა გოგოს.
- სასიამოვნოა ყველას გაცნობა. - რაც შეიძლებოდა, მეტი თავდაჯერებით თქვა ლილიამ და თავი დახარა, როგორც წესია იაპონიაში.
- ჩვენ შენზე ყველაფერი ვიცით. ისიც ვიცით, რომ წასასვლელი არსად გაქვს. გარიგებას გთავაზობთ. - უთხრა კოკომ, მაგიდაზე დადებული ჩაი აიღო და ფრთხილად მოსვა.
- " სანამ მომიტაცებდით და გამაუპატიურებდით, მანამდე დამლაპარაკებოდით ასე, უკეთესი იქნებოდა. " - გაიფიქრა ლილიამ.
- კითხვები მაქვს, რომლებზეც აუცილებლად მჭირდება პასუხები. - ძალიან ცდილობდა ხმაზე შიში არ დატყობოდა.
- ოუუ, რა გაბედული თოჯინაა. - გაეცინა კოკოს და დანარჩენებს გადახედა.
- როცა რომელიმე ჩვენგანი ლაპარაკობს, მოკეტე და მოუსმინე. - დაისისინა რინდომ და იდაყვები მუხლებს ჩამოადო.
- ყველაფერი რიგზეა ძმაო. - თბილი ღიმილით გააჩუმა რანმა.
- შენს კითხვებს პასუხებს გავცემთ, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა მოგვისმინო. - გააგრძელა კოკომ
- გარიგება ასეთია: 1 წელი ჩვენთან იცხოვრებ. გააკეთებ ყველაფერს, რასაც გეტყვით. თუნდაც, სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. ჩვენგან გექნება თავშესაფარი, საჭმელ-სასმელი და ასევე, თუ დაიმსახურებ, პატარა წახალისებებიც. 1 წლის გასვლის შემდეგ მიიღებ 13 მილიონ დოლარს, თავისუფლებასთან ერთად. -
- თუ არ მივიღე ეს შეთავაზება? - ლილია თვალებში მიაჩერდა კოკოს.
- სანზუ დღესვე დახატავს შენს პორტრეტს.. შენივე სისხლით. - კოკოს თვალები თითქოს ელავდნენ.
სანზუმ კატანა აიღო და ლილიას დასანახად ენა აუსვა.
- რატომ? - ახლა უკვე თავდახრილი იდგა გოგო და არ სჯეროდა, რაც მის თავს ხდებოდა.
- სანზუმ შემოგვთავაზა ეს გასართობი. ჩვენ დავთანხმდით. თან ერთადერთი ხარ, ვინც იმ კლუბში გადარჩა და არც ის გვაწყობს, რომ პოლიციასთან პრობლემები შეგვექმნას. ამ ეტაპზე რაღაცები შეიცვალა, ვაგვარებთ უსაფრთხოების საკითხს. -
- სად ვარ? რა ადგილია? -
- ამას ჯერ ვერ გეტყვით. თუმცა შემიძლია გითხრა, რომ სასტუმროა, რომელიც გარედან მიტოვებული გეგონება. შესაძლოა, ლოკაციის შეცვლა მოგვიწიოს ხოლმე, მაგრამ არ ინერვიულო, შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ. - ბოლო სიტყვები სარკაზმული ღიმილით წარმოთქვა კოკომ.
- როგორც ვატყობ, გაშვებაზე თხოვნა-მუდარას აზრი არ აქვს. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით. ოღონდ, არაფერი დამიშავოთ.. - ძალიან უნდოდა ლილიას ეტირა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა.
- აქ ყველას კარგი ფანტაზია გვაქვს, როცა საქმე სექსს, ფულს და წამებას ეხება. ამიტომ, გაქცევაზე არც კი იფიქრო და უბრალოდ დატკბი. -
- ყველაფერი გასაგებია.. -
- დღეს შეგიძლია დაისვენო. ჯემა, ლილიას თავისი ოთახი ანახე. - კოკომ ლილიას უკან შეუმჩნევლად მდგომ მოსამსახურეს შეხედა, მან თავი დაუკრა და გოგოს წინ გაუძღვა.
მაიკის, კაკუჩოს და აკაშის ხმა არ ამოუღიათ.
- ჯემა.. კარგი სახელი გაქვთ. ჩემი ალბათ უკვე იცით.. - გაღიმებას ეცადა ლილია, მაგრამ არ გამოუვიდა.
ჯემას პასუხი არ გაუცია.
ვერც გასცემდა.
იგივე კიბეების ავლის შემდეგ, სხვა დერეფანს გაუყვნენ. ბევრი არ უვლიათ, მალევე შეჩერდნენ ერთ-ერთ ოთახთან. ჯემამ გააღო და ლილია წინ გაატარა.
თითქმის იგივენაირი იყო როგორიც სანზუს ოთახი, იმ განსხვავებით, რომ აქ იასამნისფერი ნათურა ენთო.
- შეგიძლიათ ცოტა ხნით ჩემთან დარჩეთ? - სთხოვა ლილიამ.
ჯემამ თავი დაუქნია და საწოლზე ჩამოჯდა.
- გადავწყვიტე, მართლა ყველაფერი გავაკეთო რასაც მეტყვიან. მათ ნდობას მოვიპოვებ და მომენტს დაველოდები, რომ ერთად გავიქცეთ. აქ არც მე დავრჩები და არც თქვენ დაგტოვებთ. - ხელი ხელზე დაადო გოგომ.
ჯემამ სევდიანად გაუღიმა და მეორე ხელი ლილიას ხელს დაადო.
- თქვენ როგორ მოხვდით აქ? -
ჯემამ ჯიბიდან ბლოკნოტი და კალამი ამოიღო:
- " მოგზაური მზარეული ვარ. ვოცნებობდი, მსოფლიოს ყველა კუთხის კერძის გაკეთება მცოდნოდა. ამიტომაც დავიწყე მოგზაურობა. მანამდე კი შტატებში ვცხოვრობდი. ტალაჰასელი ქალბატონი გახლავართ იტალიური გენებით. დედაჩემი იყო იტალიელი. სამწუხაროდ, 9 წლის ვიყავი, როცა კიბოთი გარდაიცვალა. კარგად არც მახსოვს. მამას ძალიან ვუყვარდი და ყველაფერში მეხმარებოდა, მხარს მიჭერდა. მისი დამსახურებით გავხდი ცნობილი მზარეული, მაგრამ მერე მეტი მომინდა.. ამბიციები უსაზღვროდ გამეზარდა და ერთ დღეს, მამა თვალცრემლიანი დავტოვე აეროპორტში. იმის მერე აღარც მინახავს, რასაც ახლა ძალიან ვნანობ.. წლები გადიოდა, მე კი ქვეყნიდან ქვეყანაში გადავდიოდი. გადავწყვიტე, იაპონიაში ჩამოვსულიყავი და ვფიქრობ, მეორე შეცდომა მანდ დავუშვი.
ერთ-ერთ მდიდრულ რესტორანში დავიწყე მუშაობა. ჩემთან ერთად კი ერთი საეჭვო კაცი მუშაობდა. არასდროს მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს მიშავებდა. ხმები დადიოდა, რომ მძიმე ნარკოტიკებს მოიხმარდა.
ერთხლ ჩვეულებრივ, სამუშაო დღეს, სამსახურში მოვედი, მაგრამ სამზარეულოში შესვლა ვერ მოვასწარი. ვიღაცამ შავი ნაჭერი ჩამომაცვა თავზე და კბილებში გამოსცრა: " შენს თანამშრომელს ჩვენი ვალი აქვს და ამ ვალს შენი სახით გვიხდის, როგორც საუკეთესო მზარეულის. ჩვენთან ერთად მოდიხარ. არანაირი ზედმეტი ხმა და მოძრაობა. "
ეს რინდო იყო.
ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე.
ასე აღმოვჩნდი ბონტენში.
გაქცევას ერთადერთხელ ვეცადე და უკვე იცი, რაც გამიკეთა სანზუმ. ასეთია ჩემი ისტორია. " ჯემა წერდა, ლილია კითხულობდა.
როცა კითხვა დაამთავრა, ჯემას გადაეხვია და ჩაეხუტა.
- ძალიან ვწუხვარ.. -
ქალმა ისევ რაღაც დაწერა და ანახა:
- " დიდი ხნით არ შემიძლია გაჩერება, შეიძლება რომელიმემ დამიძახოს და იქვე უნდა ვიყო. მოგვიანებით ვეცდები შემოვიდე." -
- გთხოვთ, კიდევ ცოტა ხანი.. - ლილიამ თავი კალთაში ჩაუდო.
ჯემამ ამოიოხრასავით და ქერა თმაზე მოეფერა. თვითონ მუქი ყავისფერი, ალაგ-ალაგ ჭაღარებიანი ჰქონდა.
ამასობაში ლილიას ჩაეძინა.
სიზმარს ნაწყვეტებად ხედავდა: პატარა ბავშვი იყო და ვიღაც კაცს ეთამაშებოდა. მერე ჩაეხუტა. ცდილობდა, მის სახეზე მიეწვდინა პატარა ხელები, მაგრამ ვერ წვდებოდა. სახეც მთლიანად არ ჩანდა. მხოლოდ ღიმილი. ლამაზად ჩალაგებული, თეთრი კბილები მოუჩანდა ღია ფერის ულვაშებიდან.
უცებ კაცი გატრიალდა და წავიდა. ლილია ეძახდა, მაგრამ გარშემო აღარაფერი იყო. უკუნეთ სიბნელეს დაესადგურებინა. გოგოს შეეშინდა და ტირილი დაიწყო.
- ნუ ტირი.. - ჩაესმა ყურში ნაცნობი ხმა და თვალები გაახილა.
მის წინ კოკო იდგა. ჯემა არსად ჩანდა.
- ცუდი სიზმარი ნახე? - ჩაიმუხლა კოკომ საწოლთან.
- ჰო.. - ლილიამ ცრემლები მოიწმინდა.
- კარგი ამბავი მაქვს. მე და შენ საყიდლებზე უნდა წავიდეთ. ყველაფერს ვიყიდით რაც მოგვეწონება და ხასიათიც გამოგიკეთდება. რას იტყვი? -
- მაქვს სხვა არჩევანი? -
- რა თქმა უნდა არა. -
ლილია ნელ-ნელა წამოდგა საწოლიდან.
- წავედით. - კოკომ კარი გაუღო და წინ გაუშვა.
გარეთ რომ გამოვიდნენ, შუადღის 5-ის ნახევარი იყო.
გოგომ ხარბად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი.
წინ უზარმაზარი ეზო იშლებოდა, უზარმაზარივე ღობეები ჰქონდა, მაგრამ მაინც მოჩანდა ხეები და მიხვდა, სადღაც ტყეში იმყოფებოდა.
- მანქანას გამოვიყვან, აქ დამელოდე. - კოკო იქვე მდგარი, მომცრო შენობისკენ გაემართა.
ლილია ისედაც არ აპირებდა ადგილიდან დაძვრას. ცაში იყურებოდა და გარეთ ყოფნით ტკბებოდა.
სიმყუდროვე მანქანის ძრავის ძლიერმა ხმამ დაურღვია.
მის წინ შაბიამნისფერი Bugatti chiron გაჩერდა.
- ჩაჯექი. - კოკომ შიგნიდან გაუღო კარი.
ლილია აღტაცებული ჩაჯდა. ასეთი ძვირფასი მანქანით პირველად უნდა ემგზავრა.
კოკომ ძრავი აახმაურა და მანქანა დაძრა.
ნახევარი საათი გზად მხოლოდ ტყეს ხედავდნენ.
ორივე ჩუმად ისხდნენ, მერე კოკომ სიმღერა ჩართო. ლილიას გასაკვირად ინგლისური: "Jamiroquai - Tallulah." ცოტა ხანში კი თვითონაც აყვა ტექტს: - " I'm still missing you baby, can't you stop the plane. Turn it around, I still love you baby.. " -
საკმაოდ სასიამოვნოდ მღეროდა.
ლილია უსმენდა და ერთ მომენტში გაიღიმა კიდეც.
მალე ქალაქის შენობებიც გამოჩნდა.
კოკომ დიდი სავაჭრო ცენტრის წინ გააჩერა.
- ფასებს არ უყურო, რაც გინდა აირჩიე, მაგრამ ყველაფერი მაჩვენე რასაც აირჩევ. - ჯიბიდან შავი ბარათი ამოიღო.
- ანუ შენი გემოვნებით უნდა ვიყიდოთ ყველაფერი. -
- სწორად მიხვდი. გაიღიმა კოკომ და მანქანიდან გადმოვიდა.
თითქმის ყველა ბრენდულ მაღაზიაში იყვნენ: Fendi, Elie Saab, Vera Wang, Victoria's Secret, Max Mara, Dior, Louis Vuitton, Burberry.. 3 საათში უამრავი ქაღალდის პარკი ეჭირათ ხელებში ორივეს.
- მე კმაყოფილი ვარ. შენ? - დაღლილობა საერთოდ არ ემჩნეოდა კოკოს.
- მეც. - მისგან განსხვავებით, ლილია ძალაგამოცლილი იყო.
- ვივახშმებთ და დავბრუნდებით. -
საბარგულში პარკები ძლივს ჩაეტია.
იქვე მდებარე მდიდრულ რესტორანში შევიდნენ, ხმაამოუღებლად ივახშმეს (ლილიას ლაპარაკის თავი არ ჰქონდა.) და ისევ მანქანას მიაშურეს.
მზე უკვე ჩასულიყო და ქალაქი ხელოვნურად განათდა. ძირითადად, მოციმციმე სარეკლამო აბრებით.
ხალხი ერთმანეთში ირეოდა. ყველას თავის საფიქრალი ჰქონდა.
ლილიამ ისე მიმოიხედა, თითქოს ბოლოჯერ ხედავდა ყველაფერს.
- ნუ გეშინია, პერიოდულად ისევ წამოვალთ ხოლმე შოპინგისთვის. არ მინდა სულ ერთნაირად გამოიყურებოდე. - გაიღიმა კოკომ და ძრავი ჩართო.
ღამე იყო, როცა უკან დაბრუნდნენ. შესასვლელთან რინდო, რანი და სანზუ იდგნენ.
- რატომ არ გაგვაფრთხილე? - ჰკითხა რინდომ კოკოს, როცა მანქანიდან გადმოვიდნენ. სამივეს სახეზე ეტყობოდა გაბრაზება.
- უპს, დამავიწყდა. - თქვა და ენა გამოყო კოკომ.
- აღარ განმეორდეს. - სანზუმ კბილებში გამოსცრა, გოგოს მკვლელი მზერა ესროლა და ძმებთან ერთად სასტუმროში შევიდა.
კოკომ პარკები ოთახამდე მიატანინა ლილიას.
- დაისვენე, მოგვიანებით გესტუმრები. იმ მუქი წითელი კომპლექტით დამხვდი, ყველაზე მეტად რომ მოგიხდა. - თვალი ჩაუკრა და კარი გაიხურა.
გოგომ ამოიოხრა და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში..

𝐵𝑜𝑛𝑡𝑒𝑛'𝑠 𝐵𝑖𝑡𝑐ℎWhere stories live. Discover now