თავი 9

653 33 19
                                    

ჰანმა სასიამოვნოდ უღიმოდა.
- აქამდე არასდროს შემხვედრიხართ. სახეებს კარგად ვიმახსოვრებ. თქვენ კი აშკარად, პირველად გხედავთ. - უთხრა ინგლისურად.
- შეგვიძლია, თავისუფლად ვისაუბროთ იაპონურად. მე ვიქტორია მქვია. ახლახანს ჩამოვედი რუსეთიდან. -
ლილიამ ხელი გაუწოდა.
- მომწონს, როცა თავიდანვე სასიამოვნოდ მაოცებენ.
ჩემი სახელია ჰანმა შუჯი. -
ჰანმა ხელზე ეამბორა გოგოს და გაუღიმა.
- " ჯანდაბა, ქალი მაინც ყოფილიყო. " - ლოყები აუვარდისფრდა ლილიას.
- მანჰეტენი გაუკეთე მშვენიერ ქალბატონს. - ჰანმა ბარმენს მიუბრუნდა.
- არის ბოს. - ბიჭმა კოქტეილის გაკეთება დაიწყო.
- ალბათ ძალიან დაგაინტერესათ იაპონურმა ენამ, ასე კარგად რომ ისწავლეთ. - უთხრა ლილიას.
- საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყნების ბრენდებთან კონტრაქტის გაფორმება. იაპონიასთან რამდენჯერმე ვითანამშრომლე და ასევე, იაპონელი ბოიფრენდიც მყავდა. -
- შეიძლება დავინტერესდე თქვენი საქმიანობით? -
ჰანმა ვისკიანი ჭიქით ხელში, ბარის მაგიდას მიეყრდნო.
- რა თქმა უნდა. მოდელი ვარ. თქვენ რას საქმიანობთ? -
ლილიამ თითზე ოქროსფერთავისქალიანი ბეჭედი შენიშნა, მაგრამ სწრაფად აარიდა თვალი და ისევ სახეში შეხედა.
- მე რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მაქვს.. -
ჰანმა კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, როცა კისერზე შავთმიანი ქალი მხიარულად და მოურიდებლად ჩამოეკიდა და ყურში ჩურჩული დაუწყო. ლილიაზე ასაკით უფროსი იქნებოდა.
- დაკავებული ვარ ნატალი. - ჰანმას გამომეტყველება შეეცვალა, მაგრამ არ განძრეულა.
შავთმიანმა ლილიას ამრეზით შეხედა.
- ძუკნა. - რუსულად და ღიმილით უთხრა, მაგრამ..
საპასუხოდ ლილიამაც გაუღიმა, ახლოს მიიწია და ყურთან რუსულადვე უპასუხა:
- თქვენი ასაკის ქალბატონი ასე ვულგარულად არ უნდა იქცეოდეს და საუბრობდეს. არ შეეფერებათ თქვენს ლამაზ ნაოჭებს. -
ნატალი წამით გაოგნდა, არ ელოდა ლილია თუ მაინც და მაინც რუსულად მოლაპარაკე იქნებოდა, მერე კი სიბრაზისგან პირი დაებრიცა, ჰანმას ხელი გაუშვა და სანამ გატრიალდებოდა გველივით დაუსისინა:
- არ გეგონოს, რომ ეს შეგრჩება. -
ლილიამ პასუხად მხოლოდ გაიცინა.
- რა ილაპარაკეთ? - ისევ ის გამომეტყველება დაუბრუნდა ჰანმას.
- ისეთი არაფერი. - კმაყოფილმა უთხრა ლილიამ და სასმელი მოსვა.
- ნუ გაუბრაზდები. გათამამებული ბავშვივითაა და თავი რატომღაც, ჩემი ცოლი ჰგონია. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არაფერი გვაკავშირებს. არაა ჩემი ტიპაჟი. -
- როგორია შენი ტიპაჟი? - ჰკითხა ლილიამ და თვალებში გამომწვევად შეხედა.
ეგო და თავდაჯერებულობა ამაღლებული იყო.
ჰანმამ სახე ახლოს მიუტანა:
- ბევრნაირი ქალები მომწონს, მაგრამ ახლა იაპონურად მოსაუბრე, რუსი მოდელებით დავინტერესდი. -
ლილიამ ძვირიანი სუნამოს, ალკოჰოლის და სიგარის სუნი ერთად იგრძნო.
- შენს ადგილას, მეც დავინტერესდებოდი.. მაგრამ ინტერესსაც გააჩნია. -
- შენ რომელი ინტერესი გაწყობს? -
ჰანმა უკვე თვალებით ჭამდა.
- ვერ გავიგე? -
- შენ რომელი გაწყობს? -
- კიდევ ერთხელ, თუ შეიძლება. -
- შენ რომელი ინტერესი გაწყობს მეთქი? -
მოთმინებით გაიმეორა ჰანმამ
- აქ ხმაურია და არ მესმის კარგად. - უთხრა ლილიამ, ეშმაკურად გაუღიმა და ჭიქა მაგიდაზე დადო.
ჰანმამ ცალი წარბი ასწია და გაეღიმა.
- გასაგებია, შეგვიძლია უფრო მშვიდ გარემოში გადავინაცვლოთ. -
ჰანმამ მარჯვენა ხელი, რომელზეც ტატუდ "სასჯელი" ეწერა, წელზე გველივით გაუსრიალა და შემოხვია.

𝐵𝑜𝑛𝑡𝑒𝑛'𝑠 𝐵𝑖𝑡𝑐ℎWhere stories live. Discover now