Eleanor's P.O.V.
2 years agoსიცივე.
ძალიან მცივა.
თვალებს ვახელ და ირგვლივ მიხედები, მაგრამ უშედეგოდ. გარშემო სულ სიბნელეა. აქაურობა უკუნითი სიბნელეს მოუცავს.
საშინელი შეგრძნება მაქვს. თითქოს ბედნიერება გაქრა და მას ვეღარასდროს ვეღირსები.
ვერ ვხვდები სად ვარ, ან რატომ. ვცდილობ ბოლო დროინდელი მოგონებები აღვიდგინო.
ფიქრს ვიწყებ.
Flashback
- რას ნიშნავს მათხოვებთ? მე თქვენი თოჯინა არ ვარ! მე ადამიანი ვარ! თქვენი შვილი! არ გაქვთ ამის უფლება!
-ელეანორა, დაწყნარდი!
მეუბნება მამა მკაცრი ტონით.- რას ქვია დავწყნარდე?! არ ვაპირებ დაწყნარებას! აცნობიერებთ მაინც რას ამბობთ? არ ვაპირებ ვიღაც იდიოტზე გათხოვებას. ან თქვენ როგორ შეგიძლიათ?! არა, არა, არა. მივდივარ.
ეს ვთქვი და არაფრის თქმა დავაცადე ისე წამოვედი.
***
პარკში ვზივარ და ვფიქრობ. ჩემს თავს ვაჯერებ, რომ ეს რეალურად არ მომხდარა, მაგრამ ვის ვატყუებ. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ ჩემს გათხოვებას. რადაც უნდა დამიჯდეს, ის წყეული ქორწილი არ შედგება.ჩემი თავის მჯერა. ვიცი, რომ ამას შევძლებ. ძლიერი ვარ და ვიღაც ნაბი***რს არ მივცემ უფლებას ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრას. თანაც იძულებით.
ღმერთო, მიჩვენე გზა.
"იქნებ მამაც იძულებულია ეს გააკეთოს?" ამომძახა ქვეცნობიერმა.
კი, ნამდვილად შესაძლებელია მაგრამ რაც თავი მახსოვს, მამას თავი არავისთვის დაუხრია, ახლა რატომ იზამს ამას?
ასე არაფერი გამოვა. ვინმესთან ლაპარაკი მინდა.
კლარა
რა თქმა უნდა. კლარა ის ადამიანია, რომელიც მუდამ მხარში მედგა. ყოველთვის მისმენდა, მამშვიდებდა და კარგ რჩევასაც მაძლევდა. ნუ ახლაც ასეა. ის კარგი მოსაუბრეა, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით.
YOU ARE READING
Revenge (complete)
Fanfictionმშობლების გამო შვილებს უწევს პასუხისგება. რა მოხდება როცა მის ცხოვრებაში გამოჩნდება გოგო, რომელიც თავს შეაყვარებს? შეძლებს კი უარი ათქმევინოს იმაზე რასაც თვეები გეგმავდა და დაავიწყოს შურისძიება? უბრალოდ წაიკითხეთ