part 3

38 3 2
                                        

ისევ მაღვიძარა. ისევ ეს ნერვებისმომშლელი ხმა. საშინლად მაცოფებს, თუმცა სამუშაო მელის.

გავემზადე და სახლი დავტოვე.

ყოველ დღე ერთი და იგივე მეორდება. უკვე მომბეზრდა ეს ერთფეროვანი ცხოვრება.

***
კომპანიის შენობაში ენერგიულად შევაბიჯე. ყველას მივესალმე და ლიფტისკენ დავიძარი. დიდი სურვილი არ მაქვს კიდევ შიგნით ჩავრჩე, მაგრამ არც ოცდაორი სართულის ფეხით ასვლა მეთაკილება.

შიგნით შევაბიჯე და ტელეფონი მოვიმარჯვე, რათა დღევანდელი დღისთვის შედგენილი გრაფიკისთვის თვალი გადამევლო. და უკვე დაძვრას ვაპირებდი როცა ლიფტში ზეინი შემოვიდა. შავი შარვალი, შავი ფეხსაცმელი. თავის თავს როგორც ჩანს არ ღალატობს რადგან მთელი ერთი კვირაა ასე აცვია. მხოლოდ, თეთრი მაისური ჩაუცვამს ამჯერად.

თავის დაკვრით მომესალმა. მეც იგივეთი ვუპასუხე და ისევ ჩემი საქმე გავაგრძელე.

ზეინი ჰარის ხშირი სტუმარია. ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე დადიოდა. თუმცა ნამდვილად არ ვიცი რას აკეთებენ. როდესაც მათთან შევდივარ, ყოველთვის ჩუმდებიან. უკვე იმის ფიქრსაც კი ვიწყებ რომ რაიმე არაკანონიერ საქმეა აკეთებენ. ჰეჰ, სისულელეა. ამ უაზრო ფიქრებზე ჩემდა უნებურად ჩამეღიმა.

ზეინმა ეჭვის მზერით გამომხედა.

- შენ რა მე დამცინი?

- არა. არა რა თქმა უნდა. უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი და...

ლოყები ამიხურდა, ალბათ გავწითლდი კიდეც.

- კარგი ხო, ვხუმრობ. იცი რომ პომიდორს გავხარ წითელი ლოყებით.

გაიცინა. ღმერთო ეს სიცილი. იდეალურია. თუმცა ისეთი გრძნობა რატომ მაქვს თითქოს ეს ადრეც მოსმენილი მაქვს. არა ამ ერთი კვირის გაავლობაში, არამედ უფრო დიდი ხნის წინ და საერთოდ, როდესაც ის ლაპარაკობს მგონია რომ ვიცნობ, რადგან მისი ხმა ძალიან მეცნობა.

Revenge (complete)Where stories live. Discover now