part 11

19 2 0
                                        

მას შემდეგ, რაც ჰარის გამოველაპარაკე და დავარწმუნე, რომ კარგად ვარ, ძიება გავაგრძელე და პლედებს წავაწყდი. ქვემოთ ჩავიტანე და დავარიგე. ერთიც ჩემთვის დავიტოვე და შიგ გავეხვიე.

უნდა გენახათ პატარა მაიკლი, როდესაც დამინახა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ სიცივეში ვერ ვიქნებით. თუმცა ვინ მოგვისმენს? ზეინს ხომ ისედაც ჩვენი მოკვლა აქვს განზრახული?

გავიპარო? მაგრამ მერე ჩემი გეგმა? უბრალოდ ჩემი გული არ მაძლევს მისი ასე მიტოვების უფლებას. გონება კი, პირიქით, დაიკიდე და მოშორდი, მას არაფერი ეშველებაო მიძახის.

რა ჯანდაბა ვქნა?

ღმერთო, ვიცოდე მაინც, როგორ შეიძლება მისი დახმარება?

ოოოო ვერანაირად ვერ შევძლებ და მორჩა. ჰარიმაც კი არ იცის რა როგორ გააკეთოს. მე რაღას ვიზამ? შევეშვები მას. ახლა უფრო დიდი სადარდებელი მაქვს, ვიდრე ზეინია. ამ ხალხს აქედან გაქცევაში უნდა დავეხმარო. ამისთვის კი ჰარის უნდა შევხვდე.

- ჯასტინ, ერთი აქეთ მოიწიე. სალაპარაკო მაქვს.

ფეხზე უსიტყვოდ წამოდგა და მოვიდა.

- რა ხდება?

- აქედან გასვლაში დაგეხმარებით. ამისთვის კი გეგმა გვჭირდება. შენს გარდა აქ ვერავის ვხედავ ცოტა ძლიერს, რომ დახმარება შეძლოს.

- მაიმც როგორ აპირებ ჩვწნს აქედან გაყვანას?

მომეჩვენა, თუ ცინიზმიც ერია მასში? მოდი დავაიგნორებ და ჩავთვლი, რომ მომეჩვენა.

- სათანადოდ არ მაფასებ. ერთხელ უკვე შევძელი აქედან გაქცევა, ამას მეორედაც შევძლებ.

- მომისმინე, პატარა გოგო, აქ სიტყვები არავის დაგვეხმარება. რაიმე აზრი თუ გაქვს შეგიძლია თქვა.

რას მეუხეშება ვერ გავიგე?! თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე. არ მჭირდება მისი დახმარება, მარტოც შევძლებ.

Revenge (complete)Where stories live. Discover now