დილით თვალების გახელისთანავე გამახსენდა ჩემი 'მიზანი'. ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში ჩავედი, რომ ყავა გამეკეთებინა. შემდეგ კი აივანზე გავედი.
ამინდიც კი საშინელი იყო. ზაფხულის სილაღისთვის შეუფერებელი. ღრუბლები ისე გადაჰფარებოდნენ მზეს, რომ ჩვენამდე არ უშვებდნენ. თითქოს ამინდიც რაღაცას მისტირის, არ უნდა ვინმემ მისით იხაროს.
დილის რვა საათი იყო, თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ სიცივე იყო. ფინჯანს ხელი მოვხვიე და ცხელი ყავა მოვსვი. გამაჟრიალა და სასიამოვნო სითბო ჩაიღვარა ჩემში.
როცა მოვრჩი, ფინჯანი იქვე, სამეცადინო მაგიდაზე შემოვდე და შხაპის მისაღებად და მოსაწესრიგებლად სააბაზანოში შევედი.
ერთი საათი ბანაობის შემდეგ გამოვედი, ჩავიცვი, სველი თმები მხრებზე ჩამოვიშალე და დაბლა ჩავედი. ვინაიდან არავის ველოდი კომფორტული სამოსი ჩავიცვი, თუმცა მაშინვე ვინანე, როცა მისაღებში მსხდომ ჩემს მშობლებთან ერთად, საშუალო ასაკის ქალბატონი, ამავე ასაკის მამაკაცი და დაახლოებით ჩემი ტოლი, ქერა ბიჭი დავინახე. ნაილი
- ელენორ?
- ნაილ, აქ არ გელოდი.
გავიცინე, მივედი და გადავეხვიე.
- თქვენ ერთმანეთს იცნობთ?
- კი, დედა. აღმოჩნდა, რომ საერთო მეგობარი გვყავდა და მისი წყალობით შევხვდით ერთმანეთს.
- ხო. ერთმანეთი ჰარიმ გაგვაცნო. ხო მართლა, ელეანორ, ესენი ჩემი მშობლები არიან ბობი და მაურა.
- სასიამოვნოა
- ჩვენთვისაც ძვირფასო.
- აბა, წავიდეთ. სადილი მზადაა. მაგიდას მივუსხდეთ.
***
სადილმა მხიარულად ჩაიარა. ბევრი საერთო გამოვნახეთ. ჩვენი მშობლებიც კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს.კარზე ზარი იყო.
- მე გავაღებ.
ვთქვი და კარებისკენ წავედი. იქ კი კლარა დამხვდა

YOU ARE READING
Revenge (complete)
Fanfictionმშობლების გამო შვილებს უწევს პასუხისგება. რა მოხდება როცა მის ცხოვრებაში გამოჩნდება გოგო, რომელიც თავს შეაყვარებს? შეძლებს კი უარი ათქმევინოს იმაზე რასაც თვეები გეგმავდა და დაავიწყოს შურისძიება? უბრალოდ წაიკითხეთ