part 13

24 2 5
                                    

[•Happiness•]

ჰარის წასვლის შემდეგ გადავწყვიტე რამეზე ყურადღება გადამეტანა, რომ ფიქრის საშუალება არ მომცემოდა. ჯერ ვერ დავიძინებდი - ძალიან ადრე იყო ამისთვის.

დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ჯერ მარკეტში გავსულიყავი, რადგან გუშინ მთელი სასუსნავების მარაგი ამოვწურეთ, და შემდეგ ან ფილმს ვუყურებდი, ან წიგნის კითხვას დავამთავრებდი.

არეული თმები ჩამოვივარცხნე და გაშლილი დავიტოვე. ფეხზეც ჩავიცვი და სახლი დავტოვე.

ჰარის სახლისდებარეობა ძალიან ხელსაყრელია, რადგან აქვე მდებარეობს სუპერმარკეტი, რამდენიმე კაფე, სკვერი, ცნობილი ბრენდების მაღაზია და ოდნავ მოშორებით - რესტორანი.

მეც, რა თქმა უნდა, პირველ მათგანს ვირჩევ. მარკეტში შევდივარ და დახუნძლული გამოვდივარ.

*
წიგნის კითხვაში გართულმა ვერც კი შევამჩნიე ისე შეგვიანდა. თვალები მეწვოდა უკვე, რადგან ოთახში დაბალი განათებაა. წიგნი გვერდზე გადავდე და უნდა დამეძინა, როცა ქვემოდან ხმაური შემომესმა. "ჰარი იქნება" გავიფიქრე და საწოლში გავიტრუნე. არც მაშინ გავნძრეულვარ, როცა ჩემი საძინებლის კარი შემოაღო. ზედმეტად კომფორტულად ვიყავი მოკალათებული. თანაც ამას ხშირად აკეთებს ხოლმე - დამხედავს, მიხვდება, რომ მეძინება და წავა.

ნელი ნაბიჯებით მოდიოდა ჩემკენ. თითქოს დარწმუნებული არააო. მხოლოდ მაშინ გავაანალიზე, რომ ეს ჰარი არაა, როცა მისი სურნელი ვიგრძენი.

გულმა წამში ათასჯერ დაიწყო ფეთქვა. ყურებში წუილი მესმოდა და მხოლოდ ერთ რამეზე შემეძლო ფიქრი - მახსენდებოდა ყველაფერი ის, რაც მან დამმართა.

ვფიქრობდი, თავი ისე მომეჩვენებინა თითქოს მეძინა, თუ ავმდგარიყავი, ყველაფრისთვის პასუხი მომეთხოვა და სახლიდან გამეგდო.

რა თქმა უნდა პირველი უაზრობა იქნებოდა, ასე რომ რაც შემეძლო სწრაფად ვწვდი ლამპარს და შუქი ავანთე. აქამდე ჩრდილად მოვლენილი ზეინი ახლა მკაფიოდ ჩანდა. წამით შევცბი მისი დანახვისას, მაგრამ მალევე გამოვფხიზლდი და მკაცრი გამომეტყველება მივიღე.

Revenge (complete)Where stories live. Discover now