"you are just a victim. Your parents are the real culprits"
ჩემი ბავშვობა ლაღი და უდარდელი იყო. არანაირი პრობლემა არ მქონია. ყოველთვის მედგნენ გვერდში მშობლები, პრობლემების დაძლევაში მეხმარებოდნენ. ერთი სიტყვით სადარდელი არასდროს მქონია...
მაგრამ აი დადგა დღე, როცა ჩემიდან შეუძლებელი მოითხოვეს. სხვაზე გათხოვება, სრულიად უცხოზე. მათ მე თავისუფლება მაჩუქეს, შემდეგ კი მისი წართმევა მოინდომეს.
სწორედ ამ დღიდან შეიცვალა ჩემი უდარდელი ცხოვრება, რომელიც ტანჯვასა და ბრძოლას მოითხოვდა.
გამიტაცეს და ეს მხოლოდ მშობლების ბრალი იყო. მათი ერთი უნებლიე შეცდომა და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა და არა მარტო ჩემი.
- შენ!
- გაგიკვირდა?
- არა.
- ოჰოო. საინტერესოა
- რა გინდა? პირდაპირ თქვი. ნუ მიედ-მოედები!
- ჩვენი ჩიტუნა ბრაზიანიც ყოფილა.
- შენ რა მაშაყირებ?
- უბრალოდ ვერთობი.
მხრები უდარდელად აიჩეჩა. დიდი სიამოვნებით ვხევდი ამ წამს სიფათში.
- რომელმა გენიოსმა მოტვინა და თავში ჩარტყმით გამთიშა?
- საიდუმლოა
ჩურჩულით თქვა, თითქოს ვინმე გვისმენდეს. კარგ ხასიათზე იყო. ნეტავ რამ გაახარა?
- ალბათ ძალიან გიხარია, რომ ხელში ჩამიგდე და შურისძიების შესაძლებლობა მოგეცა. არა ზეინ?
შურისძიების ხსენებისას სახე ეცვალა. მშვენიერია. ახლა მე გავერთობი.
- ჩემი მშობლები შეიძლება მართლაც დამნაშავენი არიან, მაგრამ ეს იმას არ ამართლებს შენს საქციელს. შენც დამნაშავე ხდები ასე.
ვხვდები, რომ სწორ გზას ვადგავარ, რადგან ზეინს სახე წაეშალა.
- ამის შესახებ რა იცი?
- რის შესახებ, ზეინ?
YOU ARE READING
Revenge (complete)
Fanfictionმშობლების გამო შვილებს უწევს პასუხისგება. რა მოხდება როცა მის ცხოვრებაში გამოჩნდება გოგო, რომელიც თავს შეაყვარებს? შეძლებს კი უარი ათქმევინოს იმაზე რასაც თვეები გეგმავდა და დაავიწყოს შურისძიება? უბრალოდ წაიკითხეთ
