ღამით გამომეღვიძა. საათს რომ შევხედე, ხუთი ხდებოდა. ახლა ვერც დავიძინებდი და არც აზრი ჰქონდა, ამიტომ ფეხზე წამოვდექი და გარეთ გასვლა დავაპირე, მაგრამ კარები ჩაკეტილი იყო. ისევ მოვიმარჯვე თმისამაგრი და დიდი წვალების შემდეგ გავაღე. ოხ, ზეინ, ნეტავ რა აზრი აქვს კარების ჩაკეტვას მაშინ, როცა მაინც ვაღებ.
იქიდან გამომდინარე, რომ სახალისო თამაში ან რამე მასეთი აქ არ იყო, გადავწყვიტე, ოთახები დამეთვალიერებინა. რა იცი, რა ხდება? საინტერესოა, სად მომიყვანა ბატონმა სიმპათიურობამ?
მეორე სართულის ოთახებით დავიწყე. პირველი ოთახი, რომელსაც მივადექი, ჩემი ოთახის გვერდით იყო. რა თქმა უნდა, ესეც ჩაკეტილი იყო. დროის დაკარგვა არ მინდოდა, ასე რომ სხვა ოთახის კარს მივადექი. ამჯერად გაამართლა და გაიღო. შიგნით ჩემთვის საინტერესო არაფერი აღმოჩნდა. მხოლოდ მუსიკალური საკრავები. მგონი ეს ბიჭი კოლექციას აგროვებს.
მესამე ოთახის კარი განსაკუთრებით ლამაზი იყო. ძალიან დამაინტერესა და სახელური ჩამოვწიე. ჯანდაბა! ესეც დაკეტილია. არა, ეს ოთახი ჩემთვის ზედმეტად საინტერესოა, რომ დავნებდე. ჩხიკინი დავიწყე და თითქმის გავაღე, როცა მკლავზე მწარე შეხება ვიგრძენი. ზეინი იყო და სადღაც მიმათრევდა. ხმა არ ამომიღია, რადგან ძალიან გაბრაზებული იყო, რაც, როგორც ჩანს, მე გამოვიწვიე. აღარ მინდოდა უფრო დამეძაბა სიტუაცია.
პირველ სართულზე ჩავედით. მეგონა მორჩა, მაგრამ კიდევ ჩავედით დაბლა. სარდაფში ჩამიყვანა. მომაძახა, აქ იქნები, სანამ არ დაჭკვიანდებიო და წავიდა.
სიცივე და ნესტი იყო. ოთახს კი პატარა სარკმლიდან შემომავალი მთვარის შუქი ანათებდა. საკმაოდ ნათელი იყო. თანაც უკვე განთიადია და არაა აქ სიბნელე დიდად.
სინათლის ჩამრთველს დავუწყე ძებნა და კედელზე ხელებს ვაფათურებდი. როგორც წესი, კარებთან ახლოსაა, ასე რომ იქვე მივედი. ცოტა ხანში კი შუქიც ავანთე... ავანთე და დავინახე შვიდი ადამიანის უგონო სხეული.

YOU ARE READING
Revenge (complete)
Fanfictionმშობლების გამო შვილებს უწევს პასუხისგება. რა მოხდება როცა მის ცხოვრებაში გამოჩნდება გოგო, რომელიც თავს შეაყვარებს? შეძლებს კი უარი ათქმევინოს იმაზე რასაც თვეები გეგმავდა და დაავიწყოს შურისძიება? უბრალოდ წაიკითხეთ