part 5

27 2 2
                                        

წყურვილს ვგრძნობ, თვალებს ვახელ და საზარელ რეალობას ვუბრუნდები, სადაც მე ვიღაცამ გამიტაცა. ამჯერად ბნელ ოთახში აღარ ვარ. თანამედროვე სტილში მოწყობილი, ლამაზი და მყუდრო ოთახია. შუაგულ ოთახში ორსაწოლიანი სადა და ამავდროულად მდიდრული ტახტი იდგა, რომელზეც ვიწექი. გარშემო მიმოვიხედე, კედელზე პეიზაჟის სურათები ეკიდა. ნამდვილი სილამაზე იყო.

გვერდით მდგომ ტუმბოზე ლანგარი იდგა, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა საჭმლით. მგონი იტალიური კერძებია, ჩემებიც ხშირად მიირთმევენ ამ "გემრიელობებს" როგორც თვითონ ამბობებ, მაგრამ მე არ შემიძლია ჭამა, რადგან მათი ჭამის შემდეგ ყოველთვის ცუდად ვხდები. ამის მიზეზი ჯერ კიდევ ვერ დამიდგენია.

გამოდის მშიერი ვრჩები.

მაგარია!

უცებ კარები იღება. მოულოდნელობისგან შევხტი და რეფლექსით მისკენ მივტრიალდი. ჩემთვის უცხო, ახალგაზრდა და სიმპათიური ბიჭი იდგა, რომელსაც კუპრივით შავი თმები და კარამელისფერი ულამაზესი თვალები ჰქონდა.

საშინელი კოშმარი ისევ ჩემს თვალწინ დგას. ვცდილობ გავაანალიზო რა ვნახე. ძალიან რეალური იყო ყველაფერი.

მაგრამ სიზმარი? სისულელეა რომ ეს რეალობა იყოს

და ახლაღა მახსენდება ახალგაზრდა ბიჭი. არა! არა! არა! უბრალოდ კოშმარი იყო და მეტი არაფერი. ვცდილობდი დამეჯერებინა საკუთარი თავისთვის, რომ ყველაფერი რეალობას მოწყვეტილი ნაყოფია. არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს.

ჯანდაბა! ძილიც გამიტყდა. ახლა რაც უნდა ვეცადო ვერ დავიძინებ.

გარეთ გავიხედე. თითქმის გათენდა. კარგია. სარბენად მაინც წავალ.

ავდექი, თავი მოვიწესრიგე, სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩავიცვი, ყურსასმენები და ტელეფონი მოვიმარჯვე და გარეთ გავედი.

ყურსასმენები მოვირგე და სიმღერები ჩავრთე. მიყვარს სიმღერა ან თუნდაც მე რომ ვმღერი. უფრო სწორად კი ვბღავი. მაგრამ მე ეს მიყვარს. როცა კი მარტო ვარ ამას ვაკეთებ თუ ხასიათზე არ ვარ. მართლა მეხმარება და ხასიათზე მოვყავარ.

Revenge (complete)Where stories live. Discover now