part 2

49 3 2
                                        

Present time
Eleanor's P.O.V.

ლონდონი.

ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც გამიტაცეს.

მას შემდეგ დავტოვე ამერიკა და ლონდონში გავაგრძელე ცხოვრება. ვმუშაობ ბიზნესმენის, ჰარი სტაილსის, მდივნად. უმაღლესი განათლება მიღებული მაქვს, ვიცი ესპანური, ფრანგული და თურქულიც, ასე რომ ადვილად ამიყვანეს.

***
დილით მაღვიძარას საზიზღარი ხმა მამცნობს, რომ ადგომის დროა. საშინლად არ მინდა, მაგრამ ვალდებული ვარ. სამუშაოს თავს ვერ დავაღწევ.

ზლაზვნით წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. თავის მოწესრიგების შემდეგ ლურჯი, ტანზე მოხდენილი კაბა ჩავიცვი, რომელიც მუხლებამდეა და ბოლოში ეშვება. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიც მოვირგე, ყავა დავლიე და მანქანით გავეშურე კომპანიაში.

მიუხედავად ჩემი სურვილისა, დავივიწყო წარსული და უკან მოვიტოვო იგი, თუნდაც ჩემი მშობლებიანად, არაფერი გამოდის. მამაჩემი დღემდე ცდილობს დამარწმუნოს და დამითანხმოს უკან დაბრუნებაზე, რაც ნამდვილად არ გამოსდის. ასევე ყოველთვიურად მიგზავნის საკმაო რაოდენობის ფულს, (ამიტომ მანქანა არ გაიკვირვოთ). ხოო, ნამდვილად ზრუნავს ჩემზე. მამაჩემი მართლა ძალიან მიყვარს, თუმცა წარსულში დაშვებულ შეცდომებს ვერ ვპატიობ ჯერ კიდევ.

ათ წუთში კომპანიის შენობასთან ვიდექი. შიგნით შევაბიჯე თუ არა ვიგრძენი როგორ მესიამოვნა სიგრილე. ახლა ზაფხულია, შესაბამისად საკმაოდ ცხელა იმისთვის რომ ტემპერატურა აუტანელი გახდეს.

ლიფტში შევედი და ოცდამეორე სართულის ღილაკს მივაჭირე ხელი. ჩემს საყვარელ პოზაში დავდექი თავი კედელს მივადე, ხელებით ძელს დავეყრდენი, ფეხები წინ გავწიე და თვალები დავხუჭე.

უკვე უნდა დაძრულიყო, როცა კარებში ვიღაცის ხელი დავლანდე. თვალებიც გავახილე. გავსწორდი და ნორმალურ პოზაში დავდექი. კარი გაიღო და შიგნით მაღალი, გამხდარი და შავებში ჩაცმული კაცი შემოვიდა. შავი შარვალი, შავი ტყავის ბოტასი, შავი მოკლე მკლავიანი მაისური. ხელებს ტატუები უფარავდა, ყურზე პირსინგი ჰქონდა. ხოლო თვითონ კი შავგრემანი იყო მოზრდილი წვერიათა და თმით, რომელიც დაბლა ნულზე აქვს.

Revenge (complete)Where stories live. Discover now