part 10

32 3 6
                                    

ლურჯი, ქათქათა და უღრუბლო ცა.

მწვანე ზღვა.

სანაპირო და პატარა ბავშვი, რომელსაც არაფერი საწუხარი არ აქვს და უდარდელად ხტუნავს ხელში ბუშტებით.

ეს ალბათ მე ვარ, ან მინდა, რომ ვიყო და ვოცნებობ.

სასიამოვნოა, როცა ცოტა ხნით მაინც წყდები დაუნდობელ წუთისოფელს და სიზმრების სამყაროში ეშვები, დუნდები და ისვენებ. ცოტა ხნით ესეც საჭიროა, თორემ ყველაფრისგან დაღლილს დეპრესია დაგეწყება.

დამძიმებული თვალის ქუთუთოები ერთმანეთს დავაშორე და მწარე რეალობას დავუბრუნდი. ხანდახან მინდება, რომ სულ სიზმრებში ჩავრჩე. ამგვარად, ტანჯვას და ტკივილს ავარიდებ თავს.

ძლიერის როლს ვთამაშობ, მაგრამ არც ისეთი ძლიერი ვარ.  პრობლემებსა და პასუხისმგებლობს ხშირად გავურბივარ. ვერ ვიტან მათ.

ერთი. ორი. სამი. ოთხი...  ორას ოთხმოცდათვრამეტი და ოთახში გაბატონებულ სიჩუმეს კარის გაღების ხმა არღვევს. თვალები დახუჭული მაქვს და ჩემს გონებაში თვლას ვაგრძელებ, მაგრამ არ მცალდება, როცა ჩემს სახელს იძახიან. მხოლოდ მაშინღა გავახილე თვალები და კარში მდგომი ლუისკენ გავიხედე.

- რა ხდება?

უინტერესო, უდარდელი ხმით ვკითხე და პასუხს დაველოდე, რომელმაც არ დააყოვნა.

- წამოდი, მივდივართ.

- მეზარება.

- ძალით მაინც წაგიყვან.

- კარგს იზამ.

მან მხოლოდ ამოიოხრა, ჩემსკენ წამოვიდა, ზურგზე გადამისვა და ოთახიდან სიტყვის უთქმელად გამიყვანა.

- სად მიგყავარ?

ზედმეტად დაღლილი ვიყავი იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გამეწია, ან რამე. უბრალოდ დავინტერესდი, მაგრამ ისეთი ხმა მქონდა, გეგონებოდათ სულ ფეხებზე ჰკიდიაო. მე ხომ ასეთი ვარ: კარგი მსახიობი, რომელიც თავს ძლიერად აჩვენებს.

Revenge (complete)Where stories live. Discover now