ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი მომივლინა ბოლო პერიოდში. სასტიკად მომექცა ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ასეთი მიუტევებელი რა დავაშავე, რომ ასე დავისაჯე?
მთელი ღამე ვერ დავიძინე, მომხდარზე ფიქრში გავათენე. ვერც კი შევამჩნიე, ისე დამათენდა.
ფეხზე დიდი წვალებით წამოვდექი, ყველაფერი მტკივა. სააბაზანოში შევედი და სარკეში ჩავიხედე. ჩემი განადგურებული და დაქანცული ვერსიის დანახვისას ბოლო ხმაზე ტირილი მინდოდა. დუშის ქვეშ დავდექი და სიბინძურე ჩამოვიშორე. მთელი ძალით ვიხეხავდი ტანს, აწითლებამდე, მაგრამ არა და არ მშორდებოდა.
ძირს დავემხე და ტირილი მოვრთე. ძალაგამოცლილი და გამოფიტული ვიყავი. არაფრის თავი არ მქონდა. ადგომაც კი არ შემეძლო. ამ მომენტში მხოლოდ სიკვდილი მინდოდა და ესეც არ შემეძლო.
უკვე კარგა ხნის შემდეგ ავდექი და ჰარის მოცემული ტელეფონით მასვე დავურეკე. დაგვიანებით მიპასუხა.
- გისმენთ. ამ დილაადრიან რა ხდება?
ნამძინარევი ხმით მითხრა.
- ჰარი, წამიყვანე.
- ელეანორ, შენ ხარ?
- გთხოვ, მოდი და წამიყვანე.
- კარგი, ახლავე მოვდივარ.
ტელეფონი გავთიშე და საწოლზე დავემხე. თვალები დამეხუჭა და მალევე ჩემეძინა.
***
-ჰეი, გაიღვიძე. ელეანორ, გამოფხიზლდი!
თვალები გავახილე და დაფეთებული წამოვხტი. ოფლში ვცურავდი. ჰარისაც კი არ ვიკარებდი ახლოს.
- დამშვიდდი, მე ვარ. წყნარად
რბილი ტონით მეუბნებოდა.
გამოვერკვიე და მას მთელი ძალით ჩავეხუტე. ამასთანავე, ქვითინი დავიწყე.
არ მიყვარს ჩემი ასეთი თავი.
მეზიზღება სუსტი მე!
ამას არ დავუშვებ!
ცრემლები მოვიწმინდე და ჰარის ავხედე
YOU ARE READING
Revenge (complete)
Fanfictionმშობლების გამო შვილებს უწევს პასუხისგება. რა მოხდება როცა მის ცხოვრებაში გამოჩნდება გოგო, რომელიც თავს შეაყვარებს? შეძლებს კი უარი ათქმევინოს იმაზე რასაც თვეები გეგმავდა და დაავიწყოს შურისძიება? უბრალოდ წაიკითხეთ
