part 7

18 2 8
                                    

კარგი, ახლა რა ვქნა? კლუბში რომ წავიდე, სიმართლეს ვერ გავიგებ. ან წავალ და, მეგობრებს ვაწყენინებ.

ამასთანავე, ღამის საათებში რატომ მიბარებს? უნდა ვენდო? წასვლად ღირს? მიღირს, რომ ტყუილი ვუთხრა მეგობრებს?

კარგი, გადავწყვიტე. მინდა სიმართლე გავიგო. ტელეფონი ავიღე და ბავშვებს მივწერე, რომ კლუბში ვერ წავიდოდი და უჩემოდ წასულიყვნენ. ვიცოდი ამით არ დაკმაყოფილდებოდნენ და კიდევ დამისვამდნენ კითხვებს, ამიტომ ტელეფონი გამოვრთე.

შავი, ტანზე მომდგარი ჯინსის შარვალი და თეთრი მოკლე მკლავიანი მაისური ჩავიცვი. ამას მოყოლებული ტყავის მოსაცმელი და შავი ბოტასები ამოვიცვი და სახლი დავტოვე.

ჯერ ადრე იყო, ამიტომ ვიფიქრე კლუბში წასვლას მოვასწრებდი. ტელეფონი ისევ ჩავრთე. ორივე მათგანი მიზეზს მეკითხებოდა. ხომ კარგად ხარო?-მეკითხებოდნენ. მათ დავურეკე და ვუთხარი, რომ მოვდიოდი და კარგად ვარ.

კლუბში მივედი და ნაილსა და კლარას დაველოდე. ათ წუთში ისინიც მოვიდნენ. მანქანიდან გადმოვედი და მათთან ერთად შიგნით შევედი.

არც მეგობრებს ვაწყენინე და მოგვიანებით ჩემს საქმეზე წავალ.

ახლა დალევა სისულელე იქნებოდა, ამიტომ ბავშვებს მდგომარეობა ავუხსენი: რომ მოგვიანებით პატარა საქმეზე უნდა წავიდე და ვერ დავლევ. ასევე ისიც ვუთხარი, რომ ამის გამო არ მოვდიოდი კლუბში. შემდეგ კი კლარას წუწუნის შეჩერების მიზნით, დავპირდი, რომ სხვა დროს აუცილებლად დავლევ. ნაილმა კი კოპები შეკრა ამ შუაღამისას სად მიდიხარო. მერე კი დაამატა: მეც წამოგყვებიო, თუმცა დავამშვიდე.

ერთი საათი გავიდა უკვე, რაც აქ ვარ. კლარა უკვე ძალიან მთვრალია, ნაილი კი ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად.

კიდევ ერთი საათი და ბავშვები სახლში მიყავს, ხოლო მე იმ მისამართზე მივდივარ.

ნახევარი საათი ვიმგზავრე, რადგან ქალაქიდან მოშორებით, მიტოვებული ქარხანა იყო ადგილი, სადაც დამიბარა. არაფრით გამორჩეული, დიდი, მაგრამ ჩამონგრევის პირას მყოფი შენობა იყო.

Revenge (complete)Where stories live. Discover now