307 24 6
                                    

ოჯახში ოთხნი ვიყავით:დედა,მამა,ჩემი ძმა და მე. დედას და მამას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი,სიგიჟემდე. დიდი და ბედნიერი ოჯახი გვქონდა.სკოლაში საუკეთესოდ მოსწავლე ვიყავი.ჩემი ძმა ჰოსოკი ჩვიდმეტი წლის იყო და სკოლის კალათბურთის ნაკრებში თამაშობდა,ბომბარდირად. მე ,დედა და მამა ყოველ თამაშზე მივდიოდით და ვგულშემატკივრობდით.

ჰოსოკი არამარტო ჩემი ძმა არამედ,ჩემი მეგობარი იყო.ძალიან მიყვარდა ჩემი უფროსი ძმა და მასაც ვუყვარდი მე. სკოლის მერე სასეირნოდ მივყავდი ხოლმე,დროის უმეტეს ნაწილს მასთან ვატარებდი,ხადახან ვარჯიში დიდხანს გრძელდებოდა ხოლმე და სახლში გვიან მოდიოდა.​

როცა დედას და მამას ეძინათ მე მას ველოდებოდი,როგორც კი კარების ხმას გავიგებდი ლოგინიდან ავდგებოდი და კარისკენ გავიქცეოდი,სადაც ჩემი უსაყვარლესი ძამიკო მეგულებოდა. ის თავზე ხელს გადამისმევდა, თვალისმომჭრელად კეთილი ღიმილით გაიბადრებოდა,რაოდენ დაღლილიც არ უნდა ყოფილყიო და მეტყოდა​.

-რატომ არ გძინავს პატარა მინი?, უკვე ძალიან გვიანია.​

-შენ გელოდებოდი.–თან გულიანად დავამთქნარებდი ​

შემდგომ ჩამიხუტებდა,ხელში ამიყვანდა და ლოგინში მაწვენდა. ჩემი ოცნება იყო,როდესაც გავიზრდებოდი მასსავით კალათბურთელი ვყიფილიყავი.
როდესაც ექვსი წელი შემისრულდა ჩემმა ძმამ სათამაშო დათუნია მომიტანა,არ ვიყავი ასეთი რამეებით განებივრებული ამიტომ ძალიან მიხაროდა,დათუნიას ჰობი დავარქვი და ყოველთვის მასთან ერთად ვიძინებდი. ​

დედას მი ჯონგი ერქვა,ექიმი იყო.ყოველთვის მიხაროდა,რომ დედა სხვებს ეხმარებოდა და დაავადებულ ხალხს შველიდა. მამას პაკ პილ ვუ ერქვა,ის კორპორაცია ჰანვას მთავარი საოპერაციო დირექტორი იყო,სახლში იშვიათად ვხედავდით ,რადგან ხშირად უწევდა სხვადასხვა ქვეყნებში გამგზავრება სამსახურის გამო,მაგრამ ყოველ საღამოს ველაპარაკებოდით და ასე გრძელდებოდა,მაგრამ ერთ საბედისწერო დღეს ყველაფერი აირია.

მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი)Where stories live. Discover now