139 18 10
                                    

მზის სხივი პირდაპირ თვალებში მიჭყუტუნებდა.დამძიმებული ქუთუთოების გახსნა ძლივს ძლიობით შევძელი...ყველაფერი დაბურულია,თვალებზე ხელი მაგრად მოვისვი და ფეხზე წამოდგომა ვცადე.
ჯანდაბა!,სწრაფად მომივიდა და ცოტათი წავბორძიკდი.

ფანჯარა ღიაა,არადა მახსოვს,რომ არ გამიღია. ნელნელა მხედველობა დაიწმინდა,გულიანად გავიზმორე,დაჭიმული სხეული მოდუნდა...უკვე თორმეტი საათია? ამდენი ხანი ნეტავ,ბოლოს როდის მეძინა?.

ლოგინის გასწორებას შევუდექი,თვალში წიგნი მომხვდა...ამას ჰომ გუშინ ვკითხულობდი?,მეხუთე გვერდზეა გადაშლილი...ნუთუ მეტი ვერ გავქაჩე და ჩამეძინა?, არაუშავს დღეს საღამოს განვაგრძობ.

რა ჯანდაბა ჩავიცვა? მეზარება გარდერობში ქექიალი,უბრალოდ ხალათს მოვიცვავ.
წითელი მუხლს ოდნავ აშორებული ხალათი მოვიხურე და დაბლა ზანტად ვიწყე სვლა. გზაში მწვანე ჩაის სურნელმა გამაბრუა,სურნელს მივყევი და ბოლოს სამზარეულოსთან ავღმოვჩნდი. შიგნით ჯიჰიონი,იყო ხელში ფინჯანით და საშინელი გამომეტყველებით,აქეთ იქით დარბოდა​

-დილამშვიდობის​

-დილაში მართალი ხარ,მაგრამ მშვიდობის საკითხში ვერ დაგეთანხმები

-რა ხდება?​

-სამსახურში მაგვიანდება,მე კიდევ ბრალდებულის ფაილს ვერ ვპოულობ​

სამზარეულოს თვალი მოვავლე,აქ ნამდვილად არაფერი მსგავსი არ მოიძებნებოდა. გუშინ ბოლოს მისაღებში არ იყო,წიგნებში ჩაფლული?.

იქ გავედი და წიგნების მაგიდასთან მივედი,არაფერია.თუმცა წიგნის უკან რაღაც ყვითელი საქაღალდე მოჩანს, ავიღე ეს ვებერთლა წიგნი და აი ისიც.

მხოლოდ ბიძაჩემი თუ მოიფიქრებდა სამსახურის საქაღალდეზე ამხელა წიგნის დადებას,ავიღე და სამზარეულოში გავედი​.

-თუ გამოიცნობ რა ვიპოვე ათ ლორას მოგცემ-ნაპოვნი ფაილი,ჰაერში დროშასავით ავაფრიალე​

მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი)Where stories live. Discover now