186 17 18
                                    


მაღვიძარას დარეკვამდე ერთი საათით ადრე,ჩემი მეზობელი ცოლ-ქმარის კინკლიაობის ხმამ გამაღვიძა. ნეტავ რა აქვთ დილის შვიდ საათზე გასაყოფი... ​

ლოგინზე გადაშლილ წიგნში სანიშნი ჩავდე.ნელთბილი წყლით აბაზანა ავავსე,შიგნით კი ლავანდას ზეთი გავურიე...რამაც წყალს ბაცი იისფერი შეფერილობა შესძინა.

შესაფერისი მუსიკა შევარჩიე...​
შიგნით ჩავწექი და ლავანდის არომატი ხარბად ჩავისუნთქე.​
ბოლოს ასე როდის მოვდუნდი აღარ მახსოვს,ჯონგუკზე ფიქრები არ მეშვებოდნენ. ​
რაც გავიგე,რომ დირექტორია მის გარშემო თავს უხერხულად ვგრძნობ,ჯერჯერობით თავის არიდება მომიწევს. ის ჰომ ახლა ბოსია არა?,ისინი კი ყოველთვის გვიან ან ზუსტ დროზე მოდიან...თუ ადრე მივალ იმის შანსი,რომ გზად შემხვდება ძალიან დაიკლებს,ოფისში თავის არიდებას კი მგონი შევძლებ. ​

ამ ფიქრებით უკვე გაზქურასთან ვიდექი,წყლის ადუღების მოლოდინში, თან ჭიქაში ცაცხვის ჩაის ვყრიდი.

წელსქვემოთ პირსახოც შემოხვეულს ტანზე იისფერი წვეთები დამთამაშებდა. ​

როგორც დავგეგმე ადრე გავემზადე,ჩაის მშვიდად დალევა ვერ მოვასწარი,ამიტომ თერმოსში გადავიტანე და სამსახურის გზას დავადექი.​

მარშუტკის ფანჯრიდან რამდენიმე ბიჭს მოვკარი თვალი,ვიღაცას გაურბოდნენ.ერთ-ერთი მადგანი კი სავსე ჩანთას მოათრევდა.

ამაზე ნოსტალგია შემომაწვა...ეს სცენა ჩემთვის ნაცნობი იყო,ათასჯერ მაინც გაგვიკეთებია ეს ბანდას. ​
პირველი ქურდობა...მგონი პირველად,საკონდიტრო მაღაზია გავძარცვეთ მეათე კლასში.თან ის მაღაზია ჰიუნჯინის ყოფილს ეკუთნოდა,რომელიც პათოლოგი ნაბიჭვარი იყო ასე, რომ ერთი წუთითაც არ მინანია.​

და აი სამსახურის შენობაც გამოჩნდა,მის სიმაღლეს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი,ალბათ ამას ვერასდროს შევეჩვევი. ​
წინ მდგარ დაცვას მივესალმე და კომპანიაში შევედი,არავინ იყო.​
ძალიან კარგი,სულ მალე ასეთი სიმშვიდე სანატრელი გახდება. ​

🎉 You've finished reading მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი) 🎉
მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი)Where stories live. Discover now