146 19 16
                                    

ბარგი მანქანიდან ამოვალაგეთ და სახლში შევედით.საკმაოდ დიდი და ნათელი სახლია,სპილოს ძვლის ფერი კედლები,ძოწისფერი ფარდები,ავეჯი კი მწარე შოკოლადისფერი. გარშემო ენ რაოდენობით ქოთნის მცენარეები...მართალია დედა აქ არაა, მაგრამ უკვე იგრძნობა მისი აქ ყოფნა,თავისი ბაღჩის გარეშე არასდროს წარმომედგინა.

კარების გაღებისთანავე ჩემამდე ახალი საღბავის,ხის და წებოს სუნმა მოაღწია.ალბათ ყველა ახალ სახლში ეს სურნელი ტრიალებს. ​

-წამოდი,შენს ოთახს განახებ​

დიდი ოთახი კარგი ხედით,რომელსაც მზის სხივები ადგება...ერთი ადამიანისთვის ზედმეტად დიდი რუხისფერი საწოლი, მაგიდაზე კი აკვარელის საღბავები,ფუნჯი და მოლბერტი. ​

-კედლები ბორდოსფრად შევაღებინე,თუ არ მოგწონს შეგვიძლია გადავღებოთ

-არ მჯერა,რომ გახსოვდა ხატვა,რომ მიყვარს.​

-შენი ნაჩუქარი ნახატები დღემდე შენახული მაქვს,ისინი შესანიშნავია​

-კარგი რა,იმდენადაც არა,რომ შეინახო ​

-აუცილებლად უნდა განაგრძო ხატვა,ასეთი ნიჭის დაკარგვა დასანანი იქნება...თან ეს ერთადერთი რამაა,რაც ბავშვობის დროიდან შემოგრჩა​

-მხოლოდ მაშინ განვაგრძობ ხატვას, თუ ამ კედლების მოხატვის უფლებას მომცემ ​

-რათქმაუნდა​-გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.

დიდხანს ვფიქრობდი,პირველად რომელი ნახატით გამეხალისებინა ეს მონოტორული ბორდოსფერი...თავში ის ადგილი მომივიდა,რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა.

ზღვა...მზის ჩასვლა.როდესაც ხატვას მოვრჩი,სამი ნაბიჯით უკან დავიხიე და შორიდან შევავლე თვალი,მეწამური ლილისფერი ღრუბლებიც ზუსტად დააჯდა,მართლაც რომ კარგი საღებავებია.
ხელებზე დავიხედე,ერთი წუთით ეჭვი შემეპარა ეს ჩემი ხელები იყო,თუ საღებავების პალიტრა...ზოგს არ უყვარს საღბავების ნაკვალევი ხელებზე,მე კიდევ პირიქით. ჩემი აზრით ეს,მხატვარის დაუღალავი შრომის ფერადი ნაიარევებია.

მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი)Where stories live. Discover now