146 20 5
                                    

წრეში მჯდარ ხალხს თვალი მოვავლე, სულ ათნი ვიყავით...ჩემი და თეჰიონის გარდა.
ყველა ოცდაათს იყო გადაშორებული,ნუ ერთი შეხედვით ასე ჩანდა.

ზოგს ისეთი სახე ჰქონდა აშკარად ზედ ეწერათ,რომ აქ უბრალოდ ჩამოსაჯდომად მოვიდნენ. ზოგი კი ისე ბედნიერად გამოიყურებოდა,იფიქრებდი სამუდამო სიცოცხლის სასმისს მიაგნესო...მხოლოდ ერთი გოგო იყო თავ ჩაღუნული,რომელიც შიგადაშიგ თითით ნერვიულად იხვევდა შეკრული თმიდან გადმოვარდნილ კულულს.

ბიძაჩემის ძველი სიყვარული მართლაც,რომ კარგი შეხედულების ქალი იყო.
გრძელი ფეხები,რომლებიც ერთმანეთზე გადაედო ლამაზად მოუჩანდა მოკლე, წითელი კაბიდან. არც ამავე ფერის სათვალე და ქუსლიანი ფეხსაცმელი დავიწყებია,როგორც ყველა თერაპევტის დამახასიათბელი ნიშანი.

მათ ყველას კი ერთი რამ აერთიანებდათ ამ წუთას,ყველა ინტერესით მათვალიერებდა,თითქოს ელოდნენ რას ვიტყოდი.ისეთი გაფაციცებით მომჩერებოდნენ,თითქოს ვინმე მაღალჩინოსანი ვყოფილიყავი. ამ უცნაურმა მზერებმა საერთოდ დამაბნია. ​

-აბა ჯიმინ გვიამბე შენს შესახებ. როდის მიხვდი,რომ აქ მოსვლა გჭირდებოდა?​

-მერი,მოდი პირველი მე დავიწყებ.თან ჯიმინისთვისაც თვალსაჩინო გახდება,როგორ უნდა დაიწყოს​

კიდევ ეს უცნაური ბიჭი,ამდენ ხალხში სულ გადამავიწყდა...რას გადამეკიდა? ​

-მე თეჰიონი ვარ ოცი წლის, პროფესია არ მაქვს,ჯერ კიდევ საკუთარი თავი ძიების პროცესში ვარ.
ბევრი გატაცება მაქვს,მაგრამ ფოტოგრაფიას გამოვარჩევდი,რადგან ყველაზე მეტად ამის კეთების დროს,ვგრძნობ თავს საკუთარ თავად.
რაც შეეხება იმას თუ როგორ მოვედი ამ ჯგუფურ თერაპიამდე.ბევრი ოცნებობს ხოლმე მდიდარ მამაზე და კი ეს მე ვარ სხვების აუხდენელი ოცნება, მაგრამ ცოტამ თუ იცის,დიდი ფული დიდი პრობლემების საწინდარია.

მამაჩემი დიდძალმა ფულმა და დიდებამ წამართვა,რაც უფრო დიდ სიმაღლეებს იპყრობდა და მეტ ფულს იღებდა,მით უფრო ძნელი ხდებოდა მისი გაგება ოჯახის თითეული წევრისთვის.

მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი)Where stories live. Discover now