როგორც კი ინათა ლოგინიდან წამოვდექი და რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი.ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი,ამიტომ სახლს გავეცალე. თან ჯიჰიონის გაუთავებელ კითხვებსაც დავაღწიე თავი...უკვე სამი დღეა ყოველ ერთ საათში მეკითხება დაიდო თუ არა შედეგები,დედაჩემი კი ზარებს არ წყვეტს...ამიტომ ფრენის რეჟიმი გავააქტიურე,მაბეზარი მოხუცები.
ზუსტად ვიცი,რომ სადმე მოვხვდები მაგრამ არ ვიცი სასურველ კოლეჯზე ქულები თუ მეყოფა...ასე ადრე არ უნდა გამოვსულიყავი,ჯერ კიდევ დილის სუსხი ატანს ძვალ-რბილში, მზის სხივებისკენ მივიწევ მაგრამ არ ათბობს... ვფიქრობ მე უფრო ვათბობ მზის სხივს ვიდრე ის მე.
პარკში საქანელაზე ვზივარ,გარშემო არავინაა ცისკენ ვაპყრობ თვალებს რადროსაც წვიმის წვეთი მეცემა. როგორ მიყვარს.
წვიმა რატომ მიყვარს?, წვიმის მერე ოზონის სუნი მიყვარს, ნელ ნელა....აუჩქარებლად,სხეულს ვადუნებ,თვალებს ვხუჭავ და უფლევას ვაძლევ ფილტვებს ტკივილამდე გაივსონ,ცოტა ხანი ვყოვნდები და ისევ ნელა ამოვუშვებ ჰაერს და ვიმეორებ იგივეს,სანამ ბოლომდე არ შევითვისებ ამ სურნელს...სანამ ჩემს ნაწილად არ გავხდი.
მიყვარს წვიმის ცივი წვეთები,რომ მეალერსება სხეულზე...უეცარი,ცივი,თითქოს მაგრძნობინებს,რომ ისევ ცოცხალი ვარ.
უჩინარი ვარ, მზეში ვერავინ მამჩნევს... ლანდივით ვარ. ხოლო წვიმაში,წვიმისგან დამთფრთხალები ქოლგებით, მაკვირდებიან თუ როგორ მივაბიჯებ უქოლგოდ და არც არსად ვჩქარობ.წვიმის დროს ნაკლები ხალხია ქუჩაში და აი ისევ ერთი მიზეზი,რომ მიყვარდეს წვიმა... წვიმა მაცოცხლებს და მჭირდება,როგოც უდაბნოში ამოსულ ყვავილს...თუ გამიმართლებს მის შემდგომ შესაძლოა ცისარტყელასაც მოვკრა თვალი.
ამ ფიქრებში გართულს შეტობინების ხმა მაფხიზლებს,მობილურს ვაკვირდები.როგორც იქნა პასუხი მოვიდა,გავხსენი სეულის უნივერსიტეტი,სრული დაფინანსება...ორჯერ ძლიერად ვხუჭავ თვალებს და ვახელ,არა არ მეჩვენება ნამდვილად ჩემი სახელი და გვარი აწერია.
YOU ARE READING
მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი)
Fantasy✦ისტორია მოგვითხრობს ფსიქიკურად არამდგრად,ალკოჰოლიკ, ჯიმინზე და მის ბანდაზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მისი ისედაც არეული ცხოვრება, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო აირევა✦ (ნაწილი 1)📌 ვერც კი წარმოიდგენთ როგორ შეიძლება ტრაგიკულმა...