სახეზე თბილი ხელების შეხება მაღვიძებს ძილბურანისგან. ისინი მეალერსებიან,სასწაულად კარგი შეგრძნებაა. თვალებს როგორც კი ვახელ ეს შეგრძნებაც ქრება.
სიზმარი?, ნამდვილად. ღია ფანჯრიდან შემომავალმა სიცივემ სხეულში დამიარა...ისევ გაიღო?, უეჭველად საკეტი უნდა გამოვცვალო. თვალების სრესითა და მოდუნებული სხეულით დავიძარი ფანჯარის დასაკეტად. სანამ მოვხურავდი,ვერცხლისფრად მოელვარე ნამგალა მთვარეს მოვკარი თვალი...მშვენიერია. ცოტა ხანი შევჩერდი და ცივი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ფანჯარა მოვკეტე და უკან შევტრიალდი.თეჰიონი, ის აქაა ჩემს ოთახში. მთელი დრო აქ იყო?,დიდი ალბათობით ის შეხება სიზმარი არ ყოფილა.
მან გამიღიმა,მაგრამ არაფერი უთქვამს. ლოგინზე იჯდა და მიყურებდა. მე ვკანკალებდი ის კი ისე იჯდა ვითომ არაფერი მომხდარა. სავარაუდოდ დიდი ხანია რაც აქაა რაიმეს დაშავება,რომ უნდოდეს აქამდე იმოქმედებდა. მთელი ძალა მოვიკრიბე და მას მივუახლოვდი,ხმა არ მემორჩილეობოდა. -მეც მომენატრე
მგონი მასთან ახლოს დგომა აზრს მოკლებული იყო. ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე ნაბიჯით უკან დამეხია. როგორც კი ერთი ნაბიჯით დავიხიე,მან შემაჩერა და ხელი მკრა. ლოგინზე დავეცი,ის ზემოდან მომექცა და მაჯებზე დამიჭირა.
გრძნობების კორიანტელი დამატყდა თავს, ყველაფერი ერთმანეთს ერწყმოდა ჩემში...ამდროს გავაცნობიერე,რასაც ვგრძნობდი...ეს არ იყო შიში.-არ გეშინია?
-უკვე აღარ,უფრო მაინტერესებ
-გაინტერესებ?,სასაცილო ხარ.ვინც სიმართლეს იგებს ის ჩემგან უკან მოუხედავად გარბის,შენ კი მწერ,რომ მოგენატრე და ახლა გაინტერესებს ის ვისაც შენი მოკვლა შეუძლია.
-მაგრამ არ მომკლავ
-ეგეც ნუ იქნები დარწმუნებული,მე ბევრი მომიკლავს...მართალია დეტალები და სახეები არ მახსოვს გაღვიძების შემდეგ, მაგრამ ზუსტად ვგრძნობ მოვკალი თუ არა.
YOU ARE READING
მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი)
Fantasy✦ისტორია მოგვითხრობს ფსიქიკურად არამდგრად,ალკოჰოლიკ, ჯიმინზე და მის ბანდაზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მისი ისედაც არეული ცხოვრება, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო აირევა✦ (ნაწილი 1)📌 ვერც კი წარმოიდგენთ როგორ შეიძლება ტრაგიკულმა...