დილით ადრე ავდექი.რატომღაც ვერ ვისვენებდი,ამიტომ სპორტულები ჩავიცვი.პატარა ჩანთა მოვიკიდე,რომელშიც მაქციებზე წიგნი და ლიმონით გაჯერებული,ჯანჯაფილის ნახარშით სავსე,თერმოსი ჩავალაგე.განუყრელი ყურსასმენებიც გავიყოლე და სარბენად გავედი.
სამყარო ჯერ ისევ წყვდიადის ღრუბელში იყო გახვეული, მხოლოდ ძაღლების ყეფა მირღვევდა სიმშვიდეს.სიარულში ნელნელა შემომათენდა,მაგრამ ზემოთ ახედვისას მქრთალად მთვარე მაინც მოჩანდა.
აი პარკსაც მივუახლოვდი და შევაბიჯე.წიწვოვანი ხეები ულამაზეს ატმოსფეროს ქმნიდა, შესაფერისი მუსიკის ავარჩიე(Eurythmics-Sweet Dreams) და ძუნძული დავიწყე,როდესაც უკვე გავხურდი სირბილზე გადავედი,სუნთქვას ვაკონტროლებდი,რომ ადრე არ დავღლილიყავი.
ჩასუნქვა,ამოსუნთქვა.
ჩასუნთქვა,ამოსუნთქვა.ფიჭვის სურნელით სავსე ჰაერს ხარბად ვისრუტავდი და ფილტვებს ვივსებდი,სუნთქვა სიმღერის რიტმს ავუწყვე, ვცდილობდი მხოლოდ მუსიკაზე და სუნთქვის სიხშირეზე გადამეტანა ყურადღება.
ვერც კი ვიგრძენი მზე როგორ ამოიწვერა,საათს დავხედე საკმაო დრო გასულა,ხალხიც მომრავლდა.
იქვე გრძელ სკამზე ჩამოვჯექი, ჯერ წასვლა არ მინდოდა ამიტომ,წიგნი ამოვიღე და კითხვას შევუდექი.ცოტა ხანში მოტოკიცლის ძლიერი დამუხრუჭების ხმა გაისმა ჩემს ახლოს, თავი ავწიე...ხედვის არეალში ვიღაც სიმპათიური ბიჭი შემომეჭრა,რომლის მოქმედებებს შენელებული კადრებივით ვხედავდი.
მაღალი,ვიწყო ტყავის შარვალით,მოკლე მკლავიანი მოღეღილი მაისურით და ტყავისავე ქურთუკით...საკმაოდ კარგი აგებულების იყო,ყოველ შემთხვევაში იმ მაისურიდან ასე ჩანდა.
ჩაფხუტი მოიხსნა თავი გაიქნია და თმები ზემოთ გადაიყარა...თე, ჰააა?!,რაა?!,თეჰიონი.მოიცა თვალი ჰომარ მატყუებს?, არა ნამდვილად ისაა. არ მეგონა ეს სტილი ასე თუ მოუხდებოდა, აი თურმე იმ იქსელ ჯემპრებში რას მალავდა...იდიოტო!,რაზე ფიქრობ!.
აქეთ იქით თვალებს აცეცებს, სჯობს ვერ დამინახოს ის ჰომ ჩემი დღევანდელი მოუსვენრობის მიზეზია,წიგნი სახეზე ავიფარე...ნეტავ თუ არსებობს ადგილი,სადაც მისგან დამალვას შევძლებ.
YOU ARE READING
მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი)
Fantasy✦ისტორია მოგვითხრობს ფსიქიკურად არამდგრად,ალკოჰოლიკ, ჯიმინზე და მის ბანდაზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მისი ისედაც არეული ცხოვრება, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო აირევა✦ (ნაწილი 1)📌 ვერც კი წარმოიდგენთ როგორ შეიძლება ტრაგიკულმა...