-ჯიმინ...ჯიმინ,გაიღვიძე!
თვალები გავახილე,ყურებში მუსიკა ხმამაღლა ვიბრირებდა.
ალკოჰოლს შერწყმული ნაფტალინის,ცხოველის ლეშისა და დამწვარი პლასმასის სუნის ნაზავი ყნოსვის რეცეპტორს წვავდა...ნაცნობი სურნელია,რასაკვირველია დიემთი.როგორც ყოველთვის ბაზაზე ვიყავით(ეს ჰანის ბიზნესმენი სიძის ერთ-ერთი სახლი იყო,რაც მისი და შეირთო ცოლად აქ აღარ ყოფილა.წუწურაქმა ყველა შესასვლელს დამცავი სისტემა დაუყენა,მაგრამ გაგვიმართლა ჩანი იმაზე ნიჭიერია ასეთი სისტემების გაუნებელყოფაში, ვიდრე სასკოლო გამოცდებში.
სნობური სახლი ჩვენს გემოზე გადავაკეთეთ და ბაზა ვუწოდეთ).ინსტიქტურად უკან მივიხედე, კინაღამ ყბა ჩამომივარდა.მე რა პრეისტორიულ პალეოლითის ხანაში მოვხვდი?,ბოლოს როგორც მახსოვს ოცდამეერთე საუკუნე იყო.
-დამშვიდდი,ფელიქსი ვარ-ნიღაბი მოიძრო.
-ღმერთო ჩემო,რას გავხარ?!-ვესროლე ლამაზი კომენტარი.
-დონ კინგს განვასახიერებ,მაგარია არა?
-კოსტუმირებული თეატრით როდის მერე ერთობი?,აშკარად დაბერდი
-ჰოო...გუშინ ზედმეტი მოგივიდა, დღეს ჰელოუვინია
-სულ დამავიწყდა,ჰელოუვინს გილოცავ ბანჯგვლიანო არსებავ
-ესეიგი ბანჯგვლიანი არა?
მითხრა თავისი საფირმო ჩეშირის კატური ღიმილით,რომელიც კარგს არაფერს მოასწავებდა. უცბად მაგიდაზე მდგარ საღებავს ხელი დასტაცა და სანამ გააზრებას მოვასწრებდი მწვანედ შემღება
-ჯანდაბა,ბაზაში საღებავებს რა უნდა?
-კაი რაა,ეს ხომ ნარკომანი,ალკოჰოლიკი და მენტალურად არასტაბილური ხალხის ბაზაა,თუ გულით მოინდომებ აქ იაგუანას კვერცხებსაც კი აღმოაჩენ.
კიდევ რაღაცის დამატებას გეგმავდა,როდესაც ყვითლი საღებავი შევასხი
YOU ARE READING
მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი)
Fantasy✦ისტორია მოგვითხრობს ფსიქიკურად არამდგრად,ალკოჰოლიკ, ჯიმინზე და მის ბანდაზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მისი ისედაც არეული ცხოვრება, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო აირევა✦ (ნაწილი 1)📌 ვერც კი წარმოიდგენთ როგორ შეიძლება ტრაგიკულმა...