125 19 9
                                    

საშინელი ზურგის ტკივილი მაფხიზლებს.თვალების გახელას ვცდილობ,მაგრამ მოულოდნელი სახის დაჭიმულობა მაჩერებს. ვცდილობ ოდნავ მაინც გავსწორდე. ხელით ბეჭს ვიზელ და ნელნელა ცალი თვალიდანაც ვიჭყიტები.

პირველი რაც თვალწინ მეჩეხება ეს ჩამქვრალი ლეპტოპია...ალბათ სკამზე ჩამეძინა. გვერდით ფურცდლი იდო სადაც ჯიჰიონის ფარული საქმის მთავარი დეტალები ამომეწერა.
ხელი მის ასაღებად წავიღე,რადროსაც შევამჩნიე,რომ ხელის გული კანისფერიდან მელნისფერში გადასულიყო. ალბათ ზედაც დავსვარე...იქვე გავიძრე ზედა და ავდექი.

ჩხაკ!...გაისმა სახესთან ახლოს. გამოსხივებამ კინაღამ დამაბრმავა,თვალები მოვჭუტე და ხელი ავიფარე.ხმა არ წყდებოდა, იმედია ეს ჯერ კიდევ ჩემი სახლია და არა ბიბიენის ფოტოსესია. ​

-რა საყვარლობაა​-გაისმა ჯიჰოს კისკისი.

ისეთი გაცისკროვნებული მიმიკით მიღებდა ფოტოებს,იფიქრებდით ჩემს მაგივრად ბრედ პიტი იდგა მის სიახლოვეს ​

-ეს ტატუები კიდევ დიდხანს დარჩება ჩემს გალერეაში​

-რაზე საუბრობ?​

მან შემოატრიალა მობილური,სახეზე კლავიატურის კუბიკები მეტყობოდა. მაშინვე ხელით მოვსინჯე სახე,აშკარა ჩაღრმავებები მემჩნეოდა ​

-ამას შენ გოგოს ვაჩვენებ ერთ დღეს ​

-კიდევ დიდხანს მოგიწევს შენახვა მაშინ​

-რატომ?​

-გოგონები არ მომწონს​

ჯიჰოს ღიმილი სახეზე შეახმა,შემდეგ კი იმხელაზე იყვირა ვშიშობ ფანჯრის შუშის წკარუნი ჩამესმა ​

-როდიდან?,არმჯერა!. როგორ ვერ მივხვდი?...აქამდე ვინმე ბიჭს ხვდებოდი?!​

-რომელი კითხვიდან დავიწყო,ინტერვიუერო?​

-აი თურმე ბავშვობაში ფუმფულა სათამაშოები უფრო რატომ მოგწონდა,ვიდრე მანქანები ​

მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი)Where stories live. Discover now