თვალებს ძლივს ძლიობით ვახელ და ეგრევე ჯონგუკის მზერა მეჩეხება. მოულოდნელად შევკრთი და წამოვიწიე.
გარშემო მიმოვიხედე,საკმაოდ მდიდრული სახლია.სადა, უბრალო დიზაინით,მაგრამ აშკარად ძვირადღირებული...არ მეგონა ასეთ სახლში თუ ცხოვრობდა.ერთი წუთით ეს ღვთაებრივად ფაფუკი შეგრძნება....ლოგინი. მის ლოგინში ვარ?...უფროსწორად ვართ,ორივე
-აქ რას ვაკეთებ?
-არ გახსოვს?
-რატომ არ მახსოვს?. რა შეიძლებოდა დამვიწყებოდა?...მე ვთქვი მოდი დავიძინოთ და დავიძინეთ?
-ბოლოს ეგ არ გითქვამს
-რა ვთქვი?
- შენ თქვი სად ვიპოვი ასეთ ატმოაფეროს კიდევ
-მერე?
-შემდეგ როგორც გავიგე,ცეცხლთან დაიწყე ცეკვა სანამ მეძინა
-კიდევ არაფერი?
-შემდეგ მოხვედი და ამაყენე
-და ეს რატომ გავაკეთე?
-ჩემთან ერთად, კოცონთან ცეკვა გინდოდა
-სულ ესაა?
-ჰო,კიდევ გინდოდა რამე?...ჩვენ ვიცეკვედ და შემდეგ ჩაგვეძინა
-იმედია რაიმე სისულელე არ მითქვამს,სიმთვრალის დროს ასეთები მჩვევია
მისტიურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე,ლოგინიდან წამოდგა და სააბაზანოში შევიდა.მეც ავდექი და ლოგინის გასწორებას შევუდექი.
ჩემი ტვინი ვერ წყვეტდა ფიქრს იმის შესახებ რაც მოხდა,ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერაფერის გახსნება მოვახერხე.
ჯონგუკი ისე გამოვიდა სააბაზანოდან და სამსახურისთვის გამოეწყო,ვერც გავიგე.მხოლოდ მაშინ მოვედი გონს,როდესაც მითხრა
-გამომართვი
და ფინჯანი გამომიწოდა,რომელსაც ოხშივარი ასდიოდა...ყავა.ბოლოს როდის დავლიე აღარც კი მახსოვს. მაგრამ ახლა ისე ვიყავი ნებისმერ რამეზე არ ვიტყოდი უარს,ამიტომ უპრეტენზიოდ მოვსვი...არც ისე ცუდია.
YOU ARE READING
მზის ჩასვლამდე ერთი წამია☁︎🌅☁︎(პირველი ნაწილი)
Fantasy✦ისტორია მოგვითხრობს ფსიქიკურად არამდგრად,ალკოჰოლიკ, ჯიმინზე და მის ბანდაზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მისი ისედაც არეული ცხოვრება, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო აირევა✦ (ნაწილი 1)📌 ვერც კი წარმოიდგენთ როგორ შეიძლება ტრაგიკულმა...