-1-

1K 31 4
                                    

სიყვარული..

საინტერესო რამაა..

არასდროს ვყოფილვარ შეყვარებული. ყოველთვის მაინტერესებდა ნუთუ მართლა ისეთია როგორიც ფილმებში?

ცხოვრება ბავშვობიდანვე დაგეგმილი მქონდა. სკოლა უნდა დამემთავრებინა, კოლეჯში ჩამებარებინა, პაემნისთვის კარგი ბიჭი მეპოვნა, ოჯახი შემექმნა, შვილები მყოლოდა..

ყოველთვის მქონდა ის რასაც სრულყოფილ "ამერიკულ ოცნებას" უწოდებთ.

მამაჩემს თავისი ბიზნესი აქვს, საიდანაც კარგ თანხას გამოიმუშავებს. დედაჩემი კი უბრალოდ დიასახლისია, რომელმაც ჩვენზე, ბავშვების აღზრდაზე აიღო პასუხისმგებლობა.

ჩვენი სახლი არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა არ იყო, ის მიყვარდა. მშვენიერი ოჯახი, მშვენიერი სახლი, მშვენიერი სამეზობლო, იდეალური ქულები, ყველაფერი მშვენიერი იყო.

 მშვენიერი ოჯახი, მშვენიერი სახლი, მშვენიერი სამეზობლო, იდეალური ქულები, ყველაფერი მშვენიერი იყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ახლა 20 წლის ვარ და წარმოდგენა არ მაქვს რა მინდა რომ გავაკეთო. გამოვყავი დრო იმაზე ფიქრისთვის, რომ გამერკვია რა მინდოდა. მქონდა ნახევარ განაკვეთიანი სამუშაოები. საკმარისი გამოვიმუშავე იმისთვის, რომ ლას ვეგასში გადავსულიყავი და ახალი ცხოვრება დამეწყო. ეს დიდი ნაბიჯია, რომელიც უნდა გადავდგა..

შემოსავლისთვის ფოტოგრაფიას მივსდევ და ვიღებ იმას რაც მჭირდება.

რთული სამუშაო დღის შემდეგ, როგორც კი ჩემს პატარა და საყვარელ აპარტამენტში შევედი მანქანის გასაღები მაგიდაზე მივაგდე, მოსაცმელი და ფეხსაცმელი გავიხადე და დივანზე გავწექი.. ერთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ზარი უცხო ნომრიდან მივიღე. ალბათ, სხვა სამუშაოა..

სასჯელიWhere stories live. Discover now