-33-

429 22 13
                                    

~მეცხრე თვე~

- ქრისტიანის თვალთახედვით -

ბავშვების ოთახი უკვე მოვაწყვე. არი დავარწმუნე რომ ჩემთვის ამ ყველაფრის გაკეთების ნება მოეცა, თვითონ კი მშვიდად დაწოლილიყო და დაესვენა.

რა თქმა უნდა თვითონ მაინც გააკეთა რაღაც, მაგრამ ძირითადი ჩემს თავზე ავიღე. ვიცოდი რა როგორ უნდოდა ამიტომ არ გამჭირვებია..

შევთანხმდით რომ პატარებს ერთ ოთახში დავაწვენდით, თუ იტირებენ ასე მათი დამშვიდება არ გაგვიჭირდება..

მგონი ყველაფერი მშვენივრად მოვაწყვე..

...

ჩვენს საძინებელში დავბრუნდი, კარების გაღებისთანავე ჩემი უმშვენიერესი მეუღლე დავინახე, რომელიც მომღიმარი საწოლზე იწვა და მუცელს ეფერებოდა..

ქრისტიანი: მშვენიერო..

არიანა: სიმპათიურო.. გინდა შეეხო? ფეხებს მირტყავენ.

ქრისტიანი: რა თქმა უნდა.

მის მშვენიერ მუცელზე ორივე ხელი ნაზად მოვათავსე.. ჩემს პატარებს მის მუცელში მართლაც რომ წვეულება ჰქონდათ გამართული..

ქრისტიანი: დედიკო, პატარების ოთახი მზადაა.

ტყუპებმა ისევ ფეხი გაიქნიეს..

ქრისტიანი: გაგიხარდათ?

პატარებს ვუთხარი..

არიმ კი გადაიკისკისა.

არიანა: ერთი სული მაქვს როდის ვნახავ..

ხელი თმაში შემიცურა, მე კი ამ დროს ამოვიოხრე..

ქრისტიანი: აჰჰ.. ძალიან მიყვარხარ!

არიანა: ჩვენც გვიყვარხარ.

ქრისტიანი: წამოდი, ოთახს გაჩვენებთ.

არიანა: გაგვიძეხი მამიკო..

პატარების ოთახთან როგორც კი გავჩერდით ჩემს მშვენიერ მეუღლეს თვალებზე ხელი ავაფარე..

ქრისტიანი: არ გამოიხედო.

არიანა: კარგი..

სასჯელიWhere stories live. Discover now