- ქრისტიანის თვალთახედვით -
უკვე ყველა მოვიდა..
დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა და და, ჯორდანი, ქეთრინი, ჯეიმსი, ოლივერი და ისიც კი ვისთან ერთადაც მთელი ბავშვობა ვიზრდებოდი - სტეფანი, ყველა სუფრის გარშემო სხედან..
ღვინოს ვსვამთ და ვსაუბრობთ. მხოლოდ ქეთრინი სვამს ფორთოხლის წვენს, ჩემი პრინცესა კი წყალს..
არიანა: ულამაზესი იყო, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი იქ სამუდამოდ.
ქრისტიანი: კიდევ წავალთ, ნუ ნერვიულობ.
ოლივერი: მეც მომინდა ნახვა, რა გინდოდა არი რა..
ოლივერის კომენტარზე ყველას გაგვეცინა.
ჯეიმსი: არავინ გყავს ვისთან ერთადაც წასვლა შეგეძლება, ამიტომ ჩუ..
ოლივერი: როგორ არ მყავს!
ჯეიმსი: კვირის ახალი არომატი?
ოლივერი: არის ერთი გოგო ვისთან ერთადაც ვერთობი ხოლმე. ჩემი ოლივია..
ჯორდანი: როგორც იქნა ვინმეზე შეჩერდი?
ოლივერი: მგონი..
არიანა: რა საყვარლობაა ოლივერ. ძალიან მიხარია. შენზე რას იტყვი ჯეიმს?
ჯეიმსი: მე მყავს ერთი მეგობარი ვისთანაც უკვე 3 წელია ვურთიერთობ.
ქრისტიანი: ვინ?
ჯეიმსი: მირი. კორეაში გავიცანი. იქ სწავლობს ამიტომ მის ნახვას ხშირად ვერ ვახერხებ. მაგრამ ინტერნეტის საშუალებით ხშირად ვეხმიანები.
...
ენი: ყველაფერი კარგადაა?რობი: კი. თქვენ ორნი უცნაურად იქცევით.
სტეფანს და ლუკასს გახედა.
მამა მთელი ეს დრო ჩემს პატარა ძმას და ჩემს 'ძმობილს' აკვირდებოდა..
ლუკასი: ნამდვილად სასიამოვნოა მთელ ოჯახთან ერთად ვახშამი, მაგრამ..
სტეფანი: ამჯერად რა გეგმა გაქვს, ძამიკოვ?
სიტუაციის გასანეიტრალებლად გრეისს სასაჩუქრე ყუთზე ვანიშნე..
YOU ARE READING
სასჯელი
Romance|ახალი ქალაქი, ახალი შენ.. რა მოხდება როდესაც შეხვდები მას ვინც შენს ცხოვრებას სრულიად შეცვლის უკეთესობისკენ ან უარესობისკენ..| ~~~~~