- არიანას თვალთახედვით -
ხმაურმა გამაღვიძა. როგორც ჩანს ქრისტიანი მოვიდა..
ამოვიხვნეშე და გადავბრუნდი..
ქრისტიანი: არიანა, ვიცი რომ აქ ხარ!
საწოლიდან ავდექი და კიბეებთან მივედი, ისე რომ მათ ვერ დავენახე..
ჯორდანი: შენთან ლაპარაკი არ უნდა.
ქრისტიანი: არ მაინტერესებს! უნდა დაველაპარაკო. ვერ დავუშვებ ამ უაზრო გაუგებრობის გამო მიმატოვოს!
ჯორდანი: მჯერა რომ მასეთ რამეს არასდროს გაუკეთებდი, მაგრამ მას არ უნდა რომ აქ იყო. არ უნდა ინერვიულოს, ბავშვებისთვის საზიანო იქნება!
ქრისტიანი: მასზე და ჩემს შვილებზე ნუ ლაპარაკობ! ისედაც ვიცი რომ მასთან ახლოს ყოფნა გინდა!
ჯორდანი: ქეთრინთან ერთად ვარ, ქრისტიან! არი მხოლოდ დასავით მიყვარს!
ქეთრინი: გირჩევნია იქამდე წახვიდე სანამ პოლიციისთვის დამირეკავს.
ქრისტიანი: თუ გინდა დარეკე! წასვლას არ ვაპირებ! პატარავ, გთხოვ 10 წუთით მაინც დამელაპარაკე!!
არიანა: 5!
ქრისტიანი: კარგი! 5 წუთით!
ამოვიოხრე და დაბლა ჩავედი..
არ დავლაპარაკებულვარ, პირდაპირ მისაღებ ოთახში შევედი და დივანზე დავჯექი.არიანა: მხოლოდ 5 წუთი!
ქრისტიანი: ის გოგო.. მისი სახელია ვიკა, მასთან ვწვებოდი ხოლმე.
არიანა: 1 წუთი გაქვს!
ქრისტიანი: მანამდე სანამ შენ შეგვხვდებოდი! ვაღიარებ ეს ბოლო პერიოდი მირეკავდა ხოლმე, მაგრამ ყველაფერს გეფიცები ერთხელაც არ მიპასუხია ზარისთვის.
არიანა: რატომ არ მითხარი?
ქრისტიანი: არ მინდოდა გენერვიულა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ უნდა მეთქვა.
არიანა: იმ ღამით რა მოხდა?
ქრისტიანი: გვიანობამდე ვმუშაობდი. ის ჩემს ოფისში მოვიდა, მაგრამ მასთან არაფერი მქონია.
YOU ARE READING
სასჯელი
Romance|ახალი ქალაქი, ახალი შენ.. რა მოხდება როდესაც შეხვდები მას ვინც შენს ცხოვრებას სრულიად შეცვლის უკეთესობისკენ ან უარესობისკენ..| ~~~~~