-12-

317 19 2
                                    

-არიანას თვალთახედვით-

ჩვენმა მადლიერების დღისათვის მოგზაურობამ ძალიან კარგად ჩაიარა. ქრისტიანი ჩემს ოჯახს მშვენივრად შეეწყო.

ახლა ლას ვეგასში, ქრისტიანის სახლის საძინებელ ოთახში შიშველი ვიმყოფები..

არიანა: მიყვარხარ ქრისტიან..

ქრისტიანი: ...

ჯანდაბა.. წამომცდა..

*ქრისტიანი - ჯანდაბა.. ეს მე უნდა მეთქვა პირველს თანაც მოგზაურობისას.. გონებიდან ამომივარდა.*

არიანა: ქრისტიან.. არ ხარ ვალდებული შენც იგივე მითხრა, მე უბრალოდ.. მინდა რომ ჩემი გრძნობების შესახებ იცოდე..

თვალები დავხუჭე, ვგრძნობდი შინაგანად როგორ მეწვოდა ყველაფერი..

ქრისტიანი: მეც მიყვარხარ, არიანა.

თვალები გავახილე..

არიანა: რა?

ქრისტიანი: მეც მიყვარხარ, სულელო. უბრალოდ ჩემს თავზე გავბრაზდი, რადგან პირველი მე არ გამოგიტყდი გრძნობებში.. გავბრაზდი, რადგან ისე არ მოხდა როგორც დაგეგმილი მქონდა.

არიანა: დაგეგმილი?

ქრისტიანი: ხო. ვაპირებდი რომ მოგზაურობის დროს მეთქვა შენთვის.. მაგრამ გონებიდან ამომივარდა.

არიანა: არ მადარდებს პირველმა ვინ თქვა ან როგორ თქვა, მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა რომ ამას მართლა გრძნობ..

ქრისტიანი: მართლა ვგრძნობ.

-ქრისტიანის თვალთახედვით-

რამდენიმე კვირა გავიდა. შობის დღესასწაული გვიახლოვდება..
მე და არი შევთანხმდით, რომ ამ წელს შობას ჩემს ოჯახთან ერთად შევხვდებით..

დღეს არი თავის მეგობართან ერთად საშოპინგოდ მიდის.

არიანა: არა ქრისტიაან!

ქრისტიანი: კი! ჩემს საკრედიტო ბარათს წაიღებ! მორჩა ამაზე საუბარი!

სასჯელიWhere stories live. Discover now