ჯიმინი ახლახანს გამოვიდა აბაზანიდან, მხოლოდ ტრუსი ეცვა, გარედან თეთრი ხალათი მოეხვია, მაგრამ შეკრული არ ჰქონდა, თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა და წვეთები მის უნიკალურ სხეულზე დასრიალებდა. ახლა ნებისმიერს ნერწყვი მოადგებოდა ისევე როგორც თქვენ...
ბიჭმა პირსახოცი რომლითაც თმას იმშრალებდა იქვე მიაგდო, ლეპტოპს დაავლო ხელი და ახალი ინფორმაცია შეათვალიერა.
ახალი კომპანია შეიქმნა, რომელიც ასეთი ცნობილი გახდა? - დაჯღანვით წარმოთქვა ჯიმინმა და ინფორმაციის წაკითხვა განაგრძო - ჯონების კომპანია? საზიზღრობააა! საშინლად ჟღერს! - ჩაილაპარაკა და ლეპტოპი დახურა, პირველ სართულზე ჩავიდა სადაც ახლად გაკეთებული საუზმე ელოდა. უკვე უნდა დამჯდარიყო, ის იყო საჯდომი უნდა დაედო კარებზე ზარის ხმა, რომ გაისმა.
- სერიოზულად?? იქნებ მომასვენოთ ჩემს სახლში!! - წაიბუზღუნა და მისი წიწილის ჩუსტებით გაჩლატუნდა, ჭრუჭუტანაში არავინ ჩანდა, ჯიმინმა თვალები აატრიალა და კარები გააღო.
- რა? - დაიხარა და კალათას შეხედა - ღმერთებო! ახლა არ მითხრათ ბავშვი მოგიგდეთ გასაზრდელადო! - თქვა და კალათას თავი გადახადა, იქ კი ბავშვი არა, მაგრამ საყვარელი ძაღლი იჯდა, რომელსაც პატარა ენა გადმოეგდო და ახალ პატრონს მრგვალი შავი თვალებით უყურებდა - რა ჯანდაბაა? ძაღლის მოგდება რაღააა?? - წაიბუზღუნა და ისევ სახლში შესვლა სცადა ამ ლეკვმა რომ დაიყეფა.
- რა გინდა? საჭმელი?? წყალი?? - ძაღლმა კიდევ ერთხელ დაიყეფა - ოჰჰ სახლიც? ბარემ ჩემი ლოგინიც ხო არ გაგინაწილო? - თვალები აატრიალა ჯიმინმა და ლეკვი ხელში აიყვანა - ჯანდაბა წამოდი! - ლეკვთან ერთად სახლში შევიდა, იქვე დასვა და წყალი დაუდო, შემდეგ კი ცოტაოდენი საჭმელი გაიმეტა - ყარხარ! - დაიჭყანა ჯიმინი. ძაღლმა კვლავ ყეფა დაიწყო.
- გეყოფა! წავალ და ყველაფერს გიყიდი რაც საჭიროა! გილოცავ შენ ჩემი ახალი მდგმური ხარ, ბედი შენი ძაღლები მიყვარს - ასე იდიოტურად გაესაუბრა ლეკვს და ოთახში აფრატუნდა, ლეკვიც მას გაეკიდა - არა! გადი!! ჩემს თეთრ ხალიჩას არ შეეხო!! ჭუჭყიანი ხარ! - ლეკვმა თავი მოისაწყლა და ოთახის კარებთან დადგა, ჯიმინს უყურებდა რომელიც ტანსაცმელს ერთი მეორის მიყოლებით იზომავდა და როგორც იქნა მორჩა!
YOU ARE READING
Lošer Lóve | Jikook (Completed)
Fanfiction- გინდა თქვა, რომ გეი ვარ? - შეჰკივლა ჯიმინმა - გეი კი არა, ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ! _____ ორიგინალი ფიკი არის თეგუკზე. ლინკი:https://www.wattpad.com/story/297078419?utm_source=android&utm_medium=link&utm_co...