12

214 35 14
                                    

სალამი ხალხოო👋მოგეხსენებათ, რომ ამ ფიკის ორიგინალი არის თეგუკზე ხოდა თუ სადმე ჯიმინის მაგივრად თეჰიონი ან კიმი ეწეროს დააკომენტარეთ, რომ მერე ჩავასწორო😄😄💜💜
------------------------------------------------------------
ჯონგუკს მთელი დღე დაღლილობისგან ეძინა. საღამოს კი როგორც კი თეჰიონმა დაურეკა რომ კლუბში მიდიოდნენ მაშინვე ფეხზე წამოხტა და კლუბისკენ აიღო გეზი.

ყველა იქ იყო მათ შორის ჯიმინიც. ჯონგუკი ისე იქცეოდა თითქოს წინა დღე ერთად არ გაეტარებინათ სასიამოვნოდ, თითქოს არაფერი მომხდარა.

ისევ იუნგისთან იჯდა, ბიჭის წელზე ხელი შემოეხვია და ვნებიანად კოცნიდა. ჯიმინი კი ამ ყველაფერს უყურებდა, გრძნობდა როგორ აუხურდა ლოყები და როგორ უნდოდა ეს მაგიდა თავზე დაემხო ორივესთვის.

ამის მაგივრად კი უბრალოდ იჯდა და ერთიმეორის მიყოლებით სვავდა. საკმაოდ შეთვრა და ცეკვაც დაიწყო. გათამამდა, რამდენიმე გოგოც ააგდო და ახლა მათ შუაში გამომწვევად ცეკვავდა.

- მინი მგონი ძალიან დათვერი, ხომ არ გინდა სახლში მიგიყვანო? - მშვიდად თქვა თეჰიონმა და ბიჭს სიცილით მოკიდა ხელი.

- კარგად ვარ თეჰიონ! კარგად ვერთობი აქ! - იყვირა და ცეკვა განაგრძო მოულოდნელად რომ წაბარბაცდა და რომ არა ჰოსოკი ძირს გაიშხლართებოდა.

- ფრთხილად პაკ!

- ღმერთო ჩემო ეს კაცები როგორი ნაბიჭვრები ხართ! - ჩაილაპარაკა სიცილით ჯიმინმა.

- გეგონება თვითონ ქალი იყო - ამოიბუზღუნა ჰოსოკმა და პაკს ხელი გაუშვა. ჯიმინი ბარბაცით მიიწევდა საპირფარეშოში და როგორც იქნა შეაღწია. ნიჟარასთან დადგა და აგრესიული თვალები სტყორცნა მის ანარეკლს.

- ჯონ ჯონგუკ! ნაბიჭვარო! - იყვირა და ხელები დაისველა - მუტრუკო!

- მე მლანძღავ? - ჯიმინის გვერდით ნიჟარასთან დადგა ბიჭი და ხელები დაიბანა, თან სახეც შეისველა და გვერდით მდგომს გახედა - პაკ?

Lošer Lóve | Jikook (Completed)Where stories live. Discover now