24

191 29 11
                                    

დილით ჯიმინს გაეღვიძა პირველი, მასზე ყავდა მიკრული პატარა ჯონგუკი, რომელიც ახლა უფრო უცოდველ ბავშვს გავდა.

ხელები უფროსის წელზე დაებჯინა, თავი კი ჯიმინის შიშველ მკერდზე დაედო, ფეხი მის ფეხებში აეხლართა და მშვიდად ფშვინავდა.

- გაიღვიძე? - თვალები მოისრისა ჯონგუკმა, მაგრამ მაინც არ სურდა გაეხილა.

- ადექი უნდა წახვიდე სარა ჯერ კიდევ სახლშია!

- და რა?

- რა? - გაიკვირვა ჯიმინმა, თითქოს ჯონგუკისთვის სულერთი იყო მათზე გაიგებდნენ თუ არა.

- რა რა?? ფეხებზე მკიდია სარა აქ არის თუ არა - გაეცინა ბიჭს - გინდა ახლავე გავიდე და ვუთხრა შენი შეყვარებული ისევ გავდირკე მეთქი? - უხეშად ჩაილაპარაკა ჯონგუკმა და ფეხზე ბრაზით
წამოდგა.

- რა ჯანდაბაა? პიროვნების გაორება გაქ? - თვალები აატრიალა ჯიმინმა - ხან თბილად მექცევი ხან ცივად - ჩუმად დაიბუზღუნა ჯიმინმა.

ჯონგუკს არაფერი უთქვამს უბრალოდ მისი პერანგი მოიცვა და აივანთან დადგა, ჯიბეებში ხელჩაწყობილი.

- წვიმს.

- და?

- გიყვარს არა წვიმაში სიარული? - ჩუმად თქვა ჯონგუკმა - გინდა გავიდეთ?

- ჯონ მე მინდა დავშ...- სიტყვის დასრულება, არ აცადა ჯონგუკმა ჯიმინს.

- ვიცი, რომ დაშორება გინდა, მეგობრულად გთხოვ, რომ გავისეირნოთ.

- სარა წავა თუ არა გეტყვი და გამოდი.

- კარგი - ჯიმინი გავიდა, ჯონგუკი მარტო იყო ოთახში. აივანთან დგომა მობეზრდა, ამიტომ პაკის ოთახის დათვალიერება დაიწყო.

- თვითმფრინავი ჩამოვარდაო, ისაო ესაო, რისთვის მოაწყვე ეს ცირკი პაკ ჯიმინ? - ერთ-ერთ სუნამოს ხელი მოუჭირა ჯონგუკმა - მაღიზიანებს, როცა გაურკვევლობაში ვარ!

ჯონგუკმა მთელი ოთახი დაათვალიერა და საბოლოოდ ერთ პატარა ბლოკნოტს მიაგნო. ლოგინზე ჩამოჯდა და ბლოკნოტი გადაშალა.

Lošer Lóve | Jikook (Completed)Where stories live. Discover now