- ჯიმინი როგორ არის? - პალატაში შევიდა სარა
- უკეთესობა შეიმჩნევა, კაცების ისევ ეშინია. იცი, ვფიქრობ კარგი იქნება ცოტას გარეთ თუ ისეირნებს - თქვა ჰოსოკმა და რაღაც დაწერა ფურცელზე გაკრული ხელით - ეს ახალი მედიკამენტებია, ვცდილობთ დოზა არ გავზარდოთ, მაგრამ ეს არაფერს შველის სარა.
- ანუ თვლი, რომ ხალხში უნდა გაერიოს? - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ჰოსოკმა - კარგი გავიყვან.
- კარგ... - შუა გზაში გაჩერდა ჰოსოკი - მოიცა რა?? სერიოზულად?? შენ?? სარა უკვე საშინლად ვეჭვიანობ!
- გეყოფა ჰოსოკ! ის ჩემი პაციენტია!
- მე კიდე შენი საქმრო!
- ჯერ! - ღრენვით თქვა სარამ. ჰოსოკმა კი უბრალოდ ენას კბილი დააჭირა და ჯიმინს შეხედა, რომელიც ბორგავდა ლოგინზე - იღვიძებს! გადი თორემ შეეშინდება.
- ხალხში გაგყავს, იმის არ შეეშინდება და ჩემი კი?
- ჯონ! - იყვირა სარამ - უნდა გავესაუბრო, ისე ვერ გავიყვან!
– ახხ!! კარგი, კარგი! – ჰოსოკი გაბრაზებული გავიდა პალატიდან. ოთახში კი მხოლოდ სარა და ჯიმინი დარჩნენ. გოგონა მძინარე ბიჭს მიუახლოვდა, მშვიდად ფშვინავდა ბიჭი, ახლა ნამდვილად უდარდელი იყო ნეტავ სინამდვილეშიც ასე იყოს და არ იტანჯებოდეს...
სარა მასთან მივიდა, ზემოდან დაჰყურებდა როგორ არტყავდა მზის სხივები სახეზე ბიჭს და როგორ იშმუშნებოდა ჯიმინი შეწუხებისგან. სარამ მზისკენ ხელი მიაშვირა და ბიჭის სახე დაჩრდილა, მასთან ჩაიმუხლა და ჯიმინის სახესთან ახლოს მიიწია, ბიჭს სახეზე თეთრი თმა ჩამოცურებოდა. სარამ ხელი შეახო და უნდა გადაეწია თან ჩუმად ეღიმებოდა მოულოდნელად რომ მისი ხელი დაიჭირეს.
– ჯიმინ? - გოგონა ფეხზე წამოდგა მაგრამ ბიჭმა წამში მისკენ მიიზიდა და ლოგინზე დასვა – რას აკეთებ?
- თავად რას აკეთებდით? - იყვირა ჯიმინმა - ჩემს თმას რატომ ეხებოდით?
YOU ARE READING
Lošer Lóve | Jikook (Completed)
Fanfiction- გინდა თქვა, რომ გეი ვარ? - შეჰკივლა ჯიმინმა - გეი კი არა, ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ! _____ ორიგინალი ფიკი არის თეგუკზე. ლინკი:https://www.wattpad.com/story/297078419?utm_source=android&utm_medium=link&utm_co...