იმედია სადმე არ გამომრჩა სახელის შეცვლა😪
______________________________________
ჯონგუკი როგორც ყოველთვის ადრე ადგა, საშინლად ეძინებოდა მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. სამსახურში, რომ არ წასულიყო ნამდვილად ცუდად წავიდოდა მისი საქმე.ზანტად მოემზადა, დოსუს გასეირნება ამჯერად ვერ შეძლო ასე, რომ უბრალოდ თავზე აკოცა და სამსახურში წავიდა.
რამდენიმე საათი საბუთებში იყო ჩაფლული. საშინლად დაიღალა თუმცა ათასი, რამ ქონდა ისევ გასაკეთებელი, მილიონ საბუთზე ხელი მოსაწერი სწორედ ამიტომ ვერსად წასვლას ვერ ახერხებდა.
- ბატონო ჯონ შეიძლება? - კარზე დააკაკუნა ჯონგუკის მდივანმა და როგორც კი თანხმობა მიიღო მის კაბინეტში შეკაკუნდა.
- რა ხდება?
- ძველი მოდელი დაბრუნდა, სურს ის დღეები აანაზღაუროს რომელიც გააცდინა. ამბობს, რომ სასწრაფოდ ჭირდება ფული და აპირებს თავდაუზოგავად იმუშავოს.
- მე რა უნდა გავაკეთო? - თავი არც აუწევია ჯონს ისე კითხა გოგონას.
- საბუთებზე ხელი უნდა მოაწეროთ.
- მომეცი - მაშინვე საქაღალდე დაუდო ბიჭს მაგიდაზე. ჯონმა კი ისე მოაწერა ხელი არც კი წაუკითხავს.
გოგონამ გაკვირვებული თვალები მიაპყრო უფროსს შემდეგ კი უბრალოდ თავი დახარა და იქაურობა დატოვა.
~
ჯონგუკმა თითქმის საღამომდე იმუშავა, შემდეგ კი ძვლივს წამოდგა და პირველ სართულზე ჩავიდა. გვერდი აუარა ჯონმა ფოტომოდელის დარბაზს მხოლოდ შორიდან მოესმა ნაცნობი ხმა, მაგრამ იმ დონემდე დაღლილი იყო, რომ არც მიუქცევია ყურადღება მხოლოდ ჩუმად ჩაიჩურჩულა „ეს პაკი ვერ იქნება, ის მკვდარია" და კისრის ზელით გავიდა კომპანიიდან.~
სწორედ ჯონგუკის გასვლის შემდეგ გამოვიდა დარბაზიდან ჯიმინი ყუყუნით, ძალიან დაიღალა თუმცა კმაყოფილია, რომ ახლა ფული აქვს და სარას ხარჯზე არ უწევს ცხოვრება.
YOU ARE READING
Lošer Lóve | Jikook (Completed)
Fanfic- გინდა თქვა, რომ გეი ვარ? - შეჰკივლა ჯიმინმა - გეი კი არა, ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ! _____ ორიგინალი ფიკი არის თეგუკზე. ლინკი:https://www.wattpad.com/story/297078419?utm_source=android&utm_medium=link&utm_co...