უკვე ერთი თვე გავიდა. იმ დღის შემდეგ, მინი და თეთე ისევ ისე დაახლოვდნენ როგორც ადრე.
ჯიმინმა ყველაფერი მოუყვა როგორც იყო და რაც ხდებოდა, ასევე თეჰიონმაც. ისიც კი გაანდო თეჰიონმა ჯიმინს რომ გეია და მის შეყვარებულს აუცილებლად გააცნობდა, ჯიმინმა კი შვებით ამოისუნთქა, როცა თეჰიონმა თქვა, რომ იუნგი მხოლოდ მეგობარი იყო და მეტი არაფერი თუმცა ისიც გეი.
ჯიმინს ეს არც გაკვირვებია, ჩვეულებრივად მიიღო და განაცხადა კიდევაც - პრეტენზია რატომ უნდა წაგიყენო თანამედროვე ბიჭი ვარო
დღეს ჯიმინს კვლავ დოსუ აღვიძებს, ბიჭიც ზოზინით დგება და წესრიგდება, კბილები გამოიხეხა, პირი დაიბანა, სახეზე უამრავი რამ წაისვა, ტუჩის ბალზამით აიპრიალა ტუჩები და საბოლოოდ გარდერობში შეძვრა.
თეთრი პერანგი ჩაიცვა, ყავისფერი შარვალი, ჩალისფერი მოსაცმელი და თავზე ბერეტი. სასიამოვნო დასანახი იყო.
დოსუს ყელსაბამი გაუკეთა და თავზე მოეფერა.
- ესეც ასე დოსუნ, სასეირნოდ წავედით! - თქვა და გარეთ გავიდნენ.
პარკს მალევე მიუახლოვდნენ, სადაც უამრავი ძაღლი იყო. დოსუ აქეთ-იქით დარბოდა, თან მის საქმესაც კარგად ასრულებდა. ბიჭიც უბრალოდ უკან მიჰყვებოდა და გარემოს ათვალიერებდა მოულოდნელად, რომ დიდი ყავისფერი ძაღლი გამოხტა, ჯიმინმა შიშისგან ლამის ჩაიფსა, აი დოსუნი კი ამ დიდ ბიჭს გაბედულად უყეფდა და არც ყავისფერი აკლებდა
- გაჩუმდი! აქედან წაეთრიე! - კივილი მორთო ჯიმინმა და ძაღლის მიმართულებით ჩანთა მოიქნია, მაგრამ დიდმა ბიჭმა აიცილა
- ჰეი! რას აკეთებ!! გეყოფა, ეშინია! - იყვირა ვიღაც შეშლილმა და დიდ ბიჭს თავზე მოეფერა - როგორ ბედავ ბამისთვის ჩანთის დარტყმას?? - შეუღრინა ბიჭმა
- რაც პატრონი, ის ძაღლი - ჩაისისინა ჯიმინმა და დოსუს მოეფერა - დამშვიდდი პატარავ, ეს გოლიათი ვერაფერს გიზავს! - თქვა და ბიჭს შეხედა შემდეგ კი ძაღლს, დოსუმ რომ ისევ ყეფა ატეხა.
YOU ARE READING
Lošer Lóve | Jikook (Completed)
Fanfic- გინდა თქვა, რომ გეი ვარ? - შეჰკივლა ჯიმინმა - გეი კი არა, ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ! _____ ორიგინალი ფიკი არის თეგუკზე. ლინკი:https://www.wattpad.com/story/297078419?utm_source=android&utm_medium=link&utm_co...