5

239 31 5
                                    

ჯიმინი დღეს მთელი დღე სახლში იყო. კომპანიიდან დაურეკეს რომ გადაღებები არ ქონდა ამიტომ თავისუფალად დატანტალებდა ბიჭი სახლში სასაცილო კატებიანი პიჟამათი.

– დოსუნ მოდი - ხელი დივანზე დაარტყა და ძაღლიც მაშინვე პატრონს მიუცუცქდა – კარგი ბიჭი! - ღიმილით თქვა პაკმა და პატარა მეგობარს მოეფერა – უკვე თითქმის საღამოა გასეირნებაზე რას იტყვი? – ძაღლი მაშინვე ფეხზე წამოხტა და ყეფა დაიწყო. ჯიმინს გაეცინა და სიცილით ადგა, ძაღლიც მას აეკიდა. ოთახში უნდა ასულიყო გამოსაცვლელად მოულოდნელად რომ მის კარებზე ბრახუნი ატყდა თან შორიახლოს სირენების ხმაც ისმოდა.

- რა ჯანდაბაა? - იღრიალა ბიჭმა - და კარებთან მივიდა როგორც კი გააღო მაშინვე ვიღაც შეჯლაგუნდა მის სახლში ისე რომ სიტყვის თქმაც კი არ აცადა პაკს. კარები მოიბრახუნა და აქეთ-იქით თვალების ცეცება დაიწყო.

- ჰეი!! შენ რა ჯანდაბას აკეთებ?? ქურდი ხარ? - იყვირა პაკმა და აწ უკვე დივანზე მჯდარ ბიჭს დაუწყო ჩხუბი რომელიც ძვლივს სუნთქვდა.

- შეგიძლია....- ეს თქვა და ღრმად ამოისუნთქა – წყალი დამალევინო? ძალიან დავიღალე.

- ახლავე - გასვლა სცადა მაგრამ ადგილზე გაჩერდა და ბიჭს მოუბრუნდა - წყალი რატო უნდა დაგალევინო? ქუჩის ბიჭი ხარ?? ვინ ჯანდაბა ხარ??

- ამდენ ლაპარაკს ერთი ჭიქა წყალი მოგეტანა არ ჯობდა? – თქვა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა, თავად გავიდა სამზარეულოში და თავად დაისხა ონკანიდან წყალი. მშვიდად დაიწყო დალევა თან სახლს ათვალიერებდა.

არც პაკი ჩამორჩენია ბიჭს, მისი შესწავლა წამის მეასედში მოასწრო. მაღალი, გამხდარი, შავი თმითა და შავი თვალებით. სახეზე მართლაც ლამაზი იყო. ტანსაცმელიც სულ შავები ეცვა, შავი შარვალი, შავი ზედა რომელიც შარვალში ჩაეკუჭა და შავი ტყავის მოსაცმელი.

სადაცაა პირს გააღებდა ჯიმინი ბიჭის სილამაზისგან დატყვევებული მაგრამ მაშინვე მოვიდა გონს როგორც კი ბიჭმა წყლის დალევა შეწყვიტა და ჩხუბი დაიწყო.

Lošer Lóve | Jikook (Completed)Where stories live. Discover now