16

237 38 23
                                    

- მართლა ვერ ვხვდები რა საჭიროა გეი კლუბში წასვლა? - ყუყუნით შევიდა ჰოსოკი ჯიმინის საძინებელში, სადაც თეჰიონიც ეგულებოდა, ის ჯიმინის ლოგინზე იყო წამოგორებული და ტანსაცმელს ერთიმეორეს მიყოლებით იწუნებდა.

- რამოხდა? - თვალები აატრიალა ჯიმინმა - გეგონება თეჰიონი მანდ არ გაგიცნია რა! ეს? - კიდევ ერთი ტანსაცმელი გამოიღო კარადიდან მაგრამ თეჰიონისგან კვლავ უარი მიიღო.

- მერე რა?? არ მითხრა თეჰიონ, რომ ჩემთან დაშორება გინდა! სხვა ბიჭი უნდა ააგდო?? - ბუზღუნით მივიდა ჰოსოკი თეჰიონთან და ფეხებზე თავი დაადო.

- დამშვიდდი ჰოსოკ ჩვენ იქ ჯიმინისთვის მივდივართ!

- რაა?? - თვალები ჭყიტა ჰოსოკმა - პაკ გეი ხარ?

- სარასთან არაფერი წამოგცდეს!

- მართლა მეცოდება ეგ გოგო ყველა გეი როგორ ხვდება - ეს იყო და ჰოსოკს პირდაპირ პაკის ახალთახალი ჯემპრი მოხვდა - ვიხუმრეეეე!

~
უკვე ყველანი მზად იყვნენ. კლუბში მალევე მივიდნენ და აი აქ მიხვდა ჯიმინი რომ მაგრად დაერხა.

ნახევარ ბარში ყველას ვიღაც კალთაში ჩაესვა და ვნებიანად კოცნიდა, ზოგიც უბრალოდ სვავდა, ზოგი ხალხს ჩაგრავდა, ზოგი კი ოთახში მიათრევდა პარტნიორს.

- აი ეს მესმის - ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა ჯიმინმა და იმ მაგიდას მიუახლოვდა სადაც მისი მეგობრები ისხდნენ.

ჯინი მოურიდებლად ეჯდა კალთაში ნამჯუნს, მის კისერზე ხელი შემოეხვია მეორეთი კი ვისკის სვავდა. ჯონგუკი და იუნგი კი ალბათ თქვენთვითონაც ხვდებით რასაც აკეთებენ, ჯონგუკს კალთაში ჩაუსკუპდა იუნგი და ეს იდიოტიც ვნებიანად ასრიალებს მის პირში ენას.

- ნაბიჭვარი! - ჩაისისინა ჯიმინმა.

- მინი აქ შეიძლება კარგი ბიჭი გაიცნო მაგრამ გახსოვდეს არიან ცუდებიც რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენოს გთხოვ ფრთხილად იყავი!

Lošer Lóve | Jikook (Completed)Where stories live. Discover now