- ჯიმინ? - ამოიგმინა ჯონგუკმა და ბიჭს თავზე დაადგა - პაკ ჯიმინ? - და აი შეხვდა მათი სიყვარულით სავსე თვალები ერთმანეთს.
ჯიმინმა თვალები დააფახურა, ბავშვს მისი სათამაშო იქვე დაუდო და ფეხზე წამოდგა.
- გისმენთ? - თვალები აატრიალა ჯიმინმა - რამე გნებავთ? ჩემი სახელი საიდან იცით?
- საიდან ვიცი? - გაიკვირვა ჯონგუკმა და მის წინ მდგომს ძლიერად დაარტყა მკერდზე - ნაბიჭვარი ხარ!! ცოცხალი იყავი და ასე უბრალოდ წახვედი?? რატომ დამტოვე??? როგორ ვიყავი იიციიიი??? სიკვდილი მინდოდა ამაზე რამე იცი??? გეკითხები! ნაბიჭვარო!!
ჯიმინმა სწრაფად მოიგერია ჯონგუკის დაშინებული მუშტები, წარბები შეკრა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- მანიაკი ხარ? საერთოდ არ ვიცი ვინ ჯანდაბა ხარ! - იყვირა ჯიმინმა და წასვლა სცადა მაგრამ მალევე დააკავა ჯონგუკმა და თვალებში შეხედა.
- შეუძლებელია შემშლოდი, შენ ჩემი ჯიმინი ხარ! - ცრემლი ჩამოუგორდა ჯონგუკს, შემდეგ კი მის ხელზე სამაჯური დაინახა - შენ ჩემი ჯიმინი ხარ!
- უკაცრავად არ მახსოვხართ.
- რას ნიშნავს არ გახსოვარ? - მხრებში ხელი ჩაავლო ჯონგუკმა ბიჭს და გამწარებული თვალები სტყორცნა - ჩემი დავიწყება არ შეგიძლია! ვერ დამივიწყებდი!
- არვიცი მე...- მოულოდნელად ჯიმინმა ბიჭს ხელი გააშვებინა და უკან დაიხია - ჩემთვის სრულიად უცხო ხართ!!
- დოსუ? დოსუ არ გახსოვს? - ცრემლი მოიწმინდა ბიჭმა და ტელეფონის ფონი ცხვირწინ აუფრიალა პაკს - დოსუ და ბამი.
- აიგოოო ვერ ვიტან გაბურძგნულ ცხოველებს! და მეზიზღება ძაღლები რეებს ბოდავთ?
- ჯიმინ...
- მაპატიეთ მაგვიანდება...- პაკმა ზურგი აქცია ბიჭს და ჩქარი ნაბიჯებით გაუდგა გზას თან ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა.
- მაპატიე გუკ... - ჩაიჩურჩულა და იქაურობას წამში მოშორდა.
ჯონგუკი კი უბრალოდ ერთ ადგილას იდგა გაშტერებული, ცრემლები თავისით მოსდიოდა, ვერაფერს ამბობდა.
YOU ARE READING
Lošer Lóve | Jikook (Completed)
Fiksi Penggemar- გინდა თქვა, რომ გეი ვარ? - შეჰკივლა ჯიმინმა - გეი კი არა, ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ! _____ ორიგინალი ფიკი არის თეგუკზე. ლინკი:https://www.wattpad.com/story/297078419?utm_source=android&utm_medium=link&utm_co...