15

257 33 32
                                    

გადახედვა მეზარება და თუ სადმე ჯიმინის მაგივრად თეჰიონი და დოსუს მაგივრად თანი ეწეროს დააკომენტარეთ😂😂
______________________________________

უკვე გათენებულიყო, ბიჭს გაეღვიძა მაგრამ თვალების გახელას არ ჩქარობდა. ხელებს ლოგინში დაასრიალებდა და საყვარელ მამაკაცს ეძებდა მაგრამ როცა ვერ იგრძნო მისი თბილი სხეული თვალები ჭყიტა და ოდნავ წამოიწია, ოთახს თვალი მოავლო და ამოიხვნეშა.

- კარგი ახლა დავლაგდეთ - ჩუმად თქვა ჯიმინმა და ნიკაპზე ხელი მიიდო - მიხმარა, თბილად დაიძინა, ასე დამტოვა და წავიდა მე კიდე აქ მის გამო საჯდომის ტკივილისგან ვიტანჯები არა?? კარგი ასე იყოს ნაძირალა ჯონ ჯონგუკ! - იყვირა - იმბეცილო! ჩათლახო! არა როგორ წავიდა? დამშვიდობებოდა მაინც!! საერთოდ რა ამაზრზენობაა? ალბათ ის ტრაკგამობერილი იუნგი ელოდებოდა - ასე ილანძღებოდა მოულოდნელად რომ აბაზანის კარი გაიღო იქედან კი ხალათ შემოხვეული ჯონგუკი გამოვიდა რომელიც სველ თმას თეთრი პირსახოცით იმშრალებდა.

- ვის ლანძღავ?

- ვის და შენ ასე რომ.....- საუბარი შეწყვიტა და ბიჭი შეათვალიერა.

- რომ რა??

- რომ არ დამხვდი...

- გეგონა წავედი? - გაეცინა ჯონს და ბიჭთან დაიხარა, შემდეგ კი ნაზად აკოცა ტუჩებზე - მომწონს შენი შიშველი სხეულის ყურება.

- მერე და უყურე ვინმე გიშლის?

- ოჰოო მეგონა სირცხვილისგან აწითლდებოდი.

- ჯონ მე ახლად გაღვიძებული გოგო ხო არ გგონივარ რომელმაც ქალიშვილობა დაკარგა? - გაეცინა პაკს და ფეხზე წამოდგა - რას აკეთებ? - თვალები დაუპრაწა ჯონგუკს რომელიც პაკის გარდერობში იქექებოდა.

- ტანსაცმელი მჭირდება. შენსას ჩავიცვამ რაიყო გენანება? ახლა არ თქვა არაჰიგიენურიაო - გაეცინა ჯონგუკს, ჯიმინმა კი თვალები აატრიალა თავისთვის ტანსაცმელი გამოიღო და პირველ სართულზე ჩავიდა.

Lošer Lóve | Jikook (Completed)Where stories live. Discover now