23

203 28 9
                                    

- ჯიმინი ცოცხალია..მე ის ვნახე - ჩუმად თქვა ჯონგუკმა და მის ხელებს შეხედა - ცოცხალია.

- ჯონგუკ, შეეგუე იმ ფაქტს, რომ მოკვდა - ბრაზით თქვა ჯინმა და მეგობარს გვერდით მიუჯდა - უკვე გელანდება კიდევაც.

- არ შეცვლილა - კვლავ განაგრძო საუბარი ჯონგუკმა.

- ის აღარ დაბრუნდება.

- ისევ, ისე უციმციმებდა თვალები, ისევ ბავშვებს ეთამაშებოდა, როგორც ადრე..

- ჯონგუკ ცხოვრება უნდა განაგრძო - ჯინი ცდილობდა როგორმე ბიჭისთვის სიმართლე გაეგებნებინა, მაგრამ ჯონგუკი არადა არ ჩუმდებოდა მუდამ სიხარულით იძახდა, რომ ის ცოცხალია და ჯინის სიტყვებს უბრალოდ, არც კი უსმენდა.

- ჯინ ის მართალია, ჯმინი ცოცხალია - ოთახში შევიდა
დანაღვლიანებული თეჰიონი და ორივეს შეხედა - უბრალოდ არაფერი ახსოვს.

- რაა??

- გავახსენებ! უფლებას არ მივცემ ჩემგან წავიდეს! - ჩაილაპარაკა ჯონგუკმა და თეჰიონს უემოციო თვალები სტყორცნა - იცი, სადაც არის არა?

- ვიცი.

- მითხარი უნდა ვნახო და დაველაპარაკო. ჯიმინი, ასე მარტივად ვერ დამივიწყებს.

- ვერ გეტყვი ჯონგუკ, მას პირობა მივეცი მე..

- კარგი მე თვითონ გავიგებ – თვალები აატრიალა ჯონგუკმა და ფეხზე წამოდგა - დოსუს ხომ დაიტოვებ ჯინ? დღეს ბევრი საქმე მაქვს, არ მინდა მარტო იყოს.

- რათქმაუნდა - მშვიდად თქვა ჯინმა და ჯონგუკს უფლება
მისცა ზემოთ მოსამზადებლად ასულიყო. თავად კი ლეკვი აიყვანა ხელში და თეჰიონს წარბშეკრულმა შეხედა - ყველაფერი თქვი, რაც კი იცი! შეიძლება ეს იდიოტი შეყვარებულია და ვერ ხვდება მაგრამ სახეზე გაწერია, რომ რაღაც მოხდა!

- ჯინ..აქ არა. ჯონგუკი ზემოთ არის.

- კარგი, როგორც არის ჩემთან წავიდეთ.

~
- ჩვენს მოდელზე პაკ ჯიმინზე მჭირდება ინფორმაცია, უფრო კონკრეტულად კი სად მდებარეობს ახლა, ვისთან ერთად, რას აკეთებს და ასე შემდეგ გასაგებია? - სავარძელში მჯდომმა თქვა ჯონგუკმა და მდივანს შეხედა - ერთი დეტალიც არ გამოგრჩეთ.

Lošer Lóve | Jikook (Completed)Where stories live. Discover now