—•——}{——•—არემარე სიბნელემ მოიცვა. მთვარეც კი მას დამონებოდა და მისი ერთდროს ხასხასა სხივები სადღაც ღრუბლიან ცას ამოჰფარვია. ვარსკვლავები, რომლებიც მათი სილამაზით თავს ყოველ საღამოს იწონებდნენ უეცდრად გაჰქრენ და ერთიან სიმუქედ გადაიქცნენ ცაზე. წყვდიადია, ბიჭის პატარა სხეული ცვრიან ბალახზე ეშვება, უყურებს ზეცას რომელიც დადუმებულია, ზეცა, რომელიც არაფრის მთქმელია. ის მხოლოდ ბიჭის გონებაში გაურკვეულობას და შიშს ბადებს. მკრთალად ესმის ხმები, რომლის გარჩევა უჭირს, რადგან ხმა ძალიან შორიდან მოდის. ბიჭი თვალებს ხუჭავს, რადგან უნდა ეს ხმა შეიცნოს და გაიგოს. მას სჯერა თუ კონცენტრირდება მხოლოდ ხმაზე შეძლებს გაგებას.
>>>>>
-თეჰიონ მალე ყველაფერი კარგად იქნება. გამაგრდი ძმაო!მისთვის ნაცნობი და ამავდროულად უცნობი ხმა მას გამაგრებისკენ მოუწოდებს, პატარა ბიჭს ვერც კი გაეგო თხოვნის მიზეზი, ის აქ თავს მყუდროდ და მშვიდად გრნობდა ისე როგორც არასდროს.
>>>>>
თეჰ იცი ბიძია გახდები სულ მალე -ცალსახაა რომ მისი ბავშვობის მეგობრის ხმას ვერასდროს დაივიწყებდა, ეს ხომ ჯუნი იყო. -გელოდები, ვიცი, რომ მალე დაგვიბრუნდები, მინდა ისევ ისე ვისაუბროთ, როგორც მაშინ როდესაც პატარები ვიყავით, მე სნექებს მოვიტან -ჯუნის ხმაში ღიმილი შეიმჩნეოდა - შენ კი ჟელიბონები მომიტანე, ისვე გამოვიტენოთ პირი და ერთმანეთს დავცინოთ. გთხოვ მალე გამოფხიზლდი, აქაურობა უშენოდ მოსაწყენია, აქ გვჭირდები.
ESTÁS LEYENDO
𝑆𝑡𝑒𝑝𝑏𝑟𝑜𝑡ℎ𝑒𝑟😈 (დასრულებული)
Novela Juvenil👬😈🥀🔞 ისტორია მოგვითხრობს გათამამებულ ბიჭზე, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. მას თავისი ცხოვრება აქვს და მისი წესებით ცხოვრობს, მანამ, სანამ მშობლები არ გამოუცხადებენ, რომ ახალი ძამიკო ჰყავს... 𝐴𝑛𝑚𝑖🪐