—•—}{—•—დრო სწრაფად გავიდა... უჩვეულოდ სწრაფად.. ცოტაც და სამყარო მწვანე ფრთებით შეიმოსება. ეს შემოსვა კი ძალიან ემსგავსება რაღაც ახლის დაბადებას. რაღაც უჩვეულოს რაც დიდ ცვლილებას გამოიწვევს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში . თითქოსდა ახალი ეტაპი იწყება.
უკვე დაღამდა. წყვდიადს სურს ქუჩები დაისაკუთროს, მაგრამ ლამპიონები ამის საშუალებას არ აძლევენ. ამ მკრთალი შუქის მეშვეობით ქუქი მიემართება ტბისკენ. მისი ფიქრები არეულია და ცდილობს დრო იხელთოს და ყველაფერი დაალაგოს თავის გონებაში, მაგრამ არ გამოსდის.
-გამარჯობა...- ბიჭი თეჰიონს უახლოვდება ის კი წამსვე იხუტებს.
-თეჰიონ რას აკეთებ?
-ჰმმ.. რავი ჩემს შეყვარებულს ვეხუტები. შენ?
-კარგი რა, აქ ხომ უამრავი ადამიანია..
-ნუთუ მელია ამდენად მორცხვი???
-მე?-ბიჭი იწევა და თეჰიონს უყურებს-არასოდეს!
-მოდი შევამოწმოთ😈
იხრება და ნაზად კოცნის .
ოჰ, ღმერთო, როგორ მოენტრა ბიჭს ეს ტუჩები, ეს გრძნობა, თითქოსდა საუკუნე გავიდა მათი ბოლო კოცნიდან .-გავისეირნოთ?-ბიჭს უღიმის
-აარჩიე კოსტიუმი?//////////////
-კი, მინამ წაიღო..
-აჰამ...
-ქუქ მოდი ერთ უნივერსიტეტში ჩავაბაროთ და ,,ოთახის მეზობლები" გავხვდეთ! რას იტყვი?
-კარგი აზრია... მაგრამ თუ მასე მოხდება სწავლის დრო აღარ დამრჩება, რადგან მომიწევს სიმპატიურ ოთახის მეზობელს დიდხანს ვუყურო
-კარგი, -ბიჭს წელზე ხელს ხვევს-მაგრამ მარტო ყურებაზე როდის იყო ვჩერდებოდი😏
-აჰ, ..თეჰიონ..
-რა?-ბიჭი ჩერდება და მისი ცხოვრების ნათელ წერტილს უყურებს.
-მიყვარხარ! და მუდამ მეყვარები!
-მელია..მეც მიყვარხარ
YOU ARE READING
𝑆𝑡𝑒𝑝𝑏𝑟𝑜𝑡ℎ𝑒𝑟😈 (დასრულებული)
Teen Fiction👬😈🥀🔞 ისტორია მოგვითხრობს გათამამებულ ბიჭზე, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. მას თავისი ცხოვრება აქვს და მისი წესებით ცხოვრობს, მანამ, სანამ მშობლები არ გამოუცხადებენ, რომ ახალი ძამიკო ჰყავს... 𝐴𝑛𝑚𝑖🪐