—•—}{—•—ზამთრის სუსხის მიუხედავად მშვიდი და თბილი ამინდია. მზის სხივები თამამად იჭრებიან ქუქის ოთახში და თეჰიონის სახეზე თამაშობენ. თეჰიონი თვალს ახელს, ჰაერს ხარბად ისუნთქავს, ჯერ საათს გაჰყურებს, შემდეგ კი მის მკლავზე მწოლ საყვარელ და ცოტა მოკუნტულ სხეულს. მისი მოგრძო შავი თმები, ვარდისფერი ტუჩები და ტუჩის ქვემოთ არსებული პატარა წერტილი, ბავშვივით დაბერილი ლოყვები
-აჰჰ- ის ვერ უძლებს და ქუქის ლოყაზე ნაზად კოცნის, მაგრამ ბიჭი არ რეაგირებს -მელია-ისევ კოცნის-გაიღვიძე თორემ დავიგვიანებთ!- იხრება და ტუჩებში ნაზად კოცნის. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მძინარე ქუქი ყვება კოცნაში და ბოლოს ფხიზლდება კიდეც. ბიჭი მომღიმარი სახით უყურებს თეჰიონს და მისკენ იწევს
-თეჰიონ!-უყურებს და ელოდება, რომ რაიმე თბილს და კარგსს მოისმენს მისგან ამ დილაუთენია-ნაბიჭვარო!!-ბიჭი თითქმის ყვირის -შენს გამო ტარკი მეწვის🤨 და ვერც ვინძრევი მგონი😤
ქუქიმ ბავშვივით დაბერა ტუჩები და თეჰიონს მკერდში ნაზად ჩაარტყა
-შენც დილამშვიდობისა!-იღიმის, ორივე ხელს წელზე ხვევს, ფრთხილად წევს მისკენ და ტუჩზე ნაზ კოცნას უტოვებს-მიყვარხარ!!- ბიჭის სხეულს იკრავს და მაგრად ეხუტება.
-მეც მიყვარხარ კიმ თეჰიონ!!-ქუქი გრძნობს, რომ თითქოს მუცელში პატარა პეპლები დაფრინავს. კი მას ნამდვილად შეუყვარდა ერთდროს მიჩნეული ,,თავისი ცხოვრების ტანჯვა''. თეჰიონის ცვლილება და მისი ნაზი სიტყვები კი უფრო არწმუნებდა, რომ ისინი განუყოფელი იყვნენ!
-თეჰ მოდი ასე დავრჩეთ..
-დიდი სიამოვნებით , მაგრამ დღეს გამოცდა მაქვს და..
-ვერ ვიტან სკოლას!
-თვით ათოსანი აცხადებს ამას?!-გაეღიმა
-ხო! ვერ ვიტან, რადგან არ მაძლევს უფლებას დილა ჩემს საყვარელ ადამიანთან გავატარო
KAMU SEDANG MEMBACA
𝑆𝑡𝑒𝑝𝑏𝑟𝑜𝑡ℎ𝑒𝑟😈 (დასრულებული)
Fiksi Remaja👬😈🥀🔞 ისტორია მოგვითხრობს გათამამებულ ბიჭზე, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. მას თავისი ცხოვრება აქვს და მისი წესებით ცხოვრობს, მანამ, სანამ მშობლები არ გამოუცხადებენ, რომ ახალი ძამიკო ჰყავს... 𝐴𝑛𝑚𝑖🪐