𝟚𝟝.𝐶𝑜𝑙𝑑🕳🪐

1.2K 122 104
                                    



—•—}{—•—

შემზარავმა სიჩუმემ დაისადგურა სავადმყოფოში. დერეფანში ორი სხეულია,  მაგრამ მხოლოდ მათი სუნთქვით თუ გაიგებთ, რომ ისინი ცოცხლები არიან. თეჰიონი კედელზე ჩუმად არის მიყრდნობილი და კარებს, სადაც დედამისი 30 წუთის წინ შეიყვანეს, ისევ არ აშორებს თვალს.

-თეჰ..-ბიჭი ცრემლიანი თვალებით უახლოვდება-ყველაფერი კარგად იქნება. იუჯი თავს გაართმევს... ის ასე მარტივად არ დანებდება.

ქუქის სიტყვები ჩუმ დერეფანში მკაფიოდ ისმის, მაგრამ ის თეჰიონის ყურებამდე მაინც ვერ მიდის,  რადგან მას არაფერი ესმის. ჯერ კიდევ უჭირს იმის გააზრება, რომ შეიძლება იუჯიმ ოპერაციას ვერ გაუძლოს

-თეჰ..გთხოვ ერთი სიტყვა მაინც მითხარი..-თვალებში უყურებს. თეჰიონი მხოლოდ მზერას, მზერითვე პასუხობს.

-თეჰიონ!-დერეფნის ბოლოს სხეული ჩნდება, რომელიც სწრაფად მიემართება მათკენ.-რა მოხდა? როგორ? კარგად არიან?

თეჰიონი ისევ დუმს

-ყველაფერი კარგად იქნება-მინა ბიჭს ეხვევა-მალე გამოკეთდებიან! მე ამის მჯერა!

-მადლობა, მინა-მკრთლად წარმოთქვამს

-თეჰიონ..ძმა ახლა გავიგეთ-ჯუნი და ბიჭები თეჰიონთან ახლოს მოდიან-ეს როგორ მოხდა? ან საერთოდ როგორ არიან ?

-დუვონს მხოლოდ დაჟეჟილობა აქვს ხოლო იუჯი...-ქუქი წამით ისვენებს, რადგან ცდილობს  როგორმე ეს კისერში გაჩხერილი პატარა ბურთულა გადაყლაპოს-მას ფეხზე ოპერაცია უკეთდება .... თავიც ძლიერად აქვს დაზიანებული

ქუქის საუბრის დროს ექიმი გამოდის საოპერაციო ოთახიდან. თეჰიონი სწრაფად იწევს მისკენ

-სასიცოცხლო ორგანოები არ აქვს დაზიანებული რაც მოსალოცია ხოლო რაც შეეხება ოპერაციას სამწუხაროთ მისი გავლის შანსი ძალიან მცირეა..

-შეიძლება ვნახო?

-მაპატიეთ, მაგრამ ახალა მას დასვენება სჭირდება.. სჯობს სახლში წახვიდეთ!

𝑆𝑡𝑒𝑝𝑏𝑟𝑜𝑡ℎ𝑒𝑟😈  (დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora