8:10ხარბად გავიზმორე და მივხვდი, რომ უკვე წასვლის დრო მოახლოვდა. სააბაზანოს შემდეგ კარადის წინ დავდექი. ცოტა თბილი ტანისამოსი შევარჩიე და ქვევით გადავწყვიტყე ჩასვლა, მაგრამ გამახსენდა, რომ თეჰიონი უკვე ჩემი შეყვარებული იყო ამიტომ მის კართან შევჩერდი და დავაკაკუნე.
-თეჰიონ!
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კარი გააღო და ზღარბივით აწეწილი თავი გამოყო. ჩემი დანახვის შემდეგ კი გამოვიდა. წელზე თეთრი პირსახოცი შემოხვეული ჰქონდა, ხოლო მისი სხეულის ზედა ნაწილი შიშველი და ჯერ კიდევ სველი იყო.... ჯანდაბა დილა ასე არ უნდა იწყებოდეს...
-ოჰჰ.. ისა ..-თმაში ხელი შევიცურე და უაზროთ ქავა დავიწყე-არ მოდიხარ?
თეჰიონმა შენიშნა ჩემი დაბნეულობა და წინ გამოიწია.
-იცი ძალიან ლამაზად გამოიყურები დღეს
-დღეს? მე ყოველთვის ლამაზი ვარ-ქუქი ცოტა აწითლდა, მაგრამ არ შეიმჩნია
-პაემანზე რას იტყვი?
ბიჭი თეჰიონისგან ასეთ უეცარ ფრაზას არ მოელოდა, ამიტომ ცოტა გაუკვირდა
-პაემანზე? მე და შენ? ერთად ?
-რავი თუგინდა ჰოსოკი და იუნგიც წავიყვანოთ?
-აჰჰ, კარგი იქნება-ქუქის თითქოს თვალები გაუნათდა-მეგობრული საღამო გამოვა..
-ვიხუმრე ქუქი!-თეჰიონმა თვალები გადაატრიალა-მე შენთან მინდა დროის გატარება. არავინ იქნება სახლში, ამიტომ მინდა თავს მივცე უფლება ერთად ვიყოთ, მარტო, მშვიდად. აი როგორც ჩევულებრივი წყვილი.. კარგი ვახშმით და ცხელი ღამით-ბოლო წინადადებაზე თეჰიონმა თვალი ჩაუკრა ბიჭს-რას იტყვი ?
-ჰაჰ! ბოლოს გარდა ყველაფერი კარგად ჟღერს
-გულს ნუ მტკენ პატარავ-თეჰიონმა ვითო მოწყენით დაიმანჭა
-მოკლედ, რვა საათზე შევხვდებით.. ადგილს მოგწერ -თეჰიონმა გაუღიმა და უკან გაბრუნდა, მაგრამ მალევე შემობრუნდა, რადგან მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაავიწყდა. ბიჭს ნიკაპი ოდნავ წამოუწია და შუბლზე აკოცა
ESTÁS LEYENDO
𝑆𝑡𝑒𝑝𝑏𝑟𝑜𝑡ℎ𝑒𝑟😈 (დასრულებული)
Novela Juvenil👬😈🥀🔞 ისტორია მოგვითხრობს გათამამებულ ბიჭზე, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. მას თავისი ცხოვრება აქვს და მისი წესებით ცხოვრობს, მანამ, სანამ მშობლები არ გამოუცხადებენ, რომ ახალი ძამიკო ჰყავს... 𝐴𝑛𝑚𝑖🪐