—•——}{——•—საზეიმო მუსიკის თანხლებით აწუკვე ცოლ-ქმარმა ერთმანეთს აკოცეს. ბაღი მხურვალე ტაშმა მოიცვა, ბედნიერი შეძახილები ისმოდა ყოველი კუთხიდან . თეჰიონიც იღიმოდა, წყვილის ბედნიერებას შესცქეროდა და მისი მეგობრის სიხარულს მთელი გულით იზიარებდა. მან გარემოცვას თვალი მოავლო და უეცრად ღიმილი და მხიარუულება წამში შეიცვალა, გაქვავდა, იგრძნო თუ როგორ გაეყინა თითები. უყურებდა და ეს ყველაფერი ზედმეტად არარეალური ჩანდა მისთვის.
მის წინ შავ სმოკინგში გამოწყობილი ბიჭი იდგა, რომელიც იგივე მზერით უცქერდა.
ბიჭი გაოგნებული უყურებდა ადამიანს, რომელიც მისგან ძალიან მცირე მანძილით იყო დაშორებული. ხედავდა მას და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა თუ ეს ყოველივე შეიძლება რეალური ყოფილიყო. გაქვავდა, ერთბაშად გაიყინა, თავს აიძულა პირველი ნაბიჯი გადაედგა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არცისე კარგად იყო. მას შემდეგ რაც სახლში დაბრუნდა, ხშირად დილით ახალგაღვიძებულზე ხედავდა ბიჭს, რომელიც მისთვის ერთადერთი იყო, ხედავდა თუ როგირ ეფიცხებოდა მისი ნაზი კანი მზეს და როგორ უციმციმებდა თაფლისფერი თვალები. ეს ილუზია მის ცხოვრებას თანსდევდა და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მას არ სურდა ეს ილუზია გამქრალიყო. უყურებს თითქოს ტკბება მისი მზერით, ცდილობს ნაბიჯი გადადგას, მაგრამ არშეუძლია, ის გაყინულია, გაქვვავებული.
-თეჰ!თეჰიონ!
ხმამ აიძულა სინამდვილეში დაბრუნებულიყო.
-რახდება? რამდენიმე წამია გაშეშებლი აქ დგახარ! ყველაფერი რიგზეა?
თეჰიონმა სწრაფად მოავლო თვალი გარემოს და ეძებდა იმას, ვინც რამდენიმე წამის წინ დაინახა. ვერცკი გაიაზრა რადრო გავიდა, მანამ სანამ ის ოცნებებში იძირებოდა, მაგრამ ეს ოცნება ხომ ძალიან გავდა ცხადს....
-თეჰიონ, ყველაფერი რიგზეა?
-ეს მართლა რეალურს გავდა , მისი მზერა ეს რაღაც უცხო იყო- შემდეგ გაოგნებულ ბიჭს შეხედა-არაფერი ჯუნ, უბრალოდ მგონია რომ ვგიჟდებიპ
ESTÁS LEYENDO
𝑆𝑡𝑒𝑝𝑏𝑟𝑜𝑡ℎ𝑒𝑟😈 (დასრულებული)
Novela Juvenil👬😈🥀🔞 ისტორია მოგვითხრობს გათამამებულ ბიჭზე, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. მას თავისი ცხოვრება აქვს და მისი წესებით ცხოვრობს, მანამ, სანამ მშობლები არ გამოუცხადებენ, რომ ახალი ძამიკო ჰყავს... 𝐴𝑛𝑚𝑖🪐