𝟟. 𝑂𝑛𝑒 𝑟𝑜𝑜𝑚 🤫🪐

1.4K 142 14
                                    



—•—}{—•—

სკოლის შემდეგ დრო ბიჭებთან გავატარე.

- და მაინც არ გვეტყვი რა ჩაიფიქრე?-ჯიმინმა ინტერესის შემცვლელი მზერა მესროლა უკანა სავარძლიდან.

- შეჩემა ნუ დაგვტანჯე გვითხარი-ჰოსოკმა სიჩქარეს მოუმატა

- უბრალოდ დაელოდეთ..-ამ დროს ტელეფონის ეკრანი განათდა მეც არ დავაყოვნე და გავხსენი. წერილი იყო ინსტაზე მოსული.

M̸I̸N̸H̸O̸

შაბათს 21:00 გელოდები🕸
⚠️შეკრების ადგილი:@@@@@@@

-წვეულების შესახებ რატომ არ გვითხარი?
ტელეფონიდან მზერა ჰოსოკზე გადავიტანე რომელიც ჩემი სახლის მიმართულებით იხედებოდა. მანქანის კარი გავხსენი და გადმოვედი.

-ეს რა ჯანდაბაა-პირი გავაღე, რადგან სახლის ეზო ფაქტობრივად დიდ ნაგავსაყრელს გავდა. შადრევანი რომელიც ერთ დროს სახლს ალამაზებდა ახლა ბოთლებით იყო გამოტენილი. სახლში შევედი სადაც მუსიკა გამაყრუებლად ისმოდა-უკაცრავად....გამატარეთ...გაიწიეთ-მსგავსი ფრაზებით ძლივს მივაღწიე მეორე სართულის კიბეებამდე. კიბეზე ავირბინე და თეჰიონის კარების წინ დავდექი-თეჰიონ!!-კარზე ძლიერად დავარტყი ხელი-თეჰიონ გაააღე!!-სახელური ჩამოვწიე მაგრამ უშედეგოდ კარები დაკეტილი დამხვდა-თეჰიონ!!

-ლამაზმანო აქ ვარ-ხმის მიმართულებით შევბრუნდი და თეჰიონი დავინახე რომელიც სხვა ოთახიდან გამოვიდა -შეეშვი მაგ საწყალ კარებს-ის ნახევრად შიშველი იდგა და მიყურებდა

-რა ჯანდაბა ხდება ამ სახლში?

-ჰაჰ-თეჰიონმა ხელები გადააჯვარედინა და ცალი მხრით კედელს მიეყრდნო-იცი როდესაც ბრაზობ საყვარელი ხდები.

-ახლავე ჩახვალ და ყველას გაყრი სახლიდან

-იცი რა პატარავ-თეჰიონმა მისი გრძელი და ნატიფი თითები სახეზე მკრთლად ჩამომისვა - რაც გინდა ის ქენი მე არ მცალია და იცი რატომ?

𝑆𝑡𝑒𝑝𝑏𝑟𝑜𝑡ℎ𝑒𝑟😈  (დასრულებული)Where stories live. Discover now